საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2611

პაატა კურტანიძე - „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 13:50:00

„ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს,- ამის შესახებ „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გახსნაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

კურტანიძის თქმით, „ავერსმა“ ეს ტერიტორია, დაახლოებით ექვსი ჰექტარი, ღია აუქციონზე შეიძინა. ადგილზე ორი სამედიცინო დაწესებულება -  შიდსის და სეფსისის ცენტრები მუშაობდნენ. „ავერსის“ დამფუძნებლის განმარტებით, კომპანიას მათთვის ხელი არ შეუშლია და ისინი ჩვეულებრივად მუშაობენ.

„ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება, რომ აეშენებინა მათთვის კლინიკები, ანუ 2011 წლის დეკემბერში მათ უნდა დაეცალათ ტერიტორია, ეს ვერ მოხერხდა. ჩვენ მათთვის ხელი არაფერში შეგვიშლია და დღემდე არ ვუშლით, უბრალოდ დავიწყეთ ჩვენი ტერიტორიის მოწესრიგება.148 მანქანა საყოფაცხოვრებო ნაგავი გავიტანეთ ტერიტორიიდან. ჩვენ შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრისთვის არანაირი ფართი არ შეგვიმცირებია, ფუნქციონირებენ ჩვეულებრივად, იჯარას უხდის ჯანდაცვის სამინისტრო. კარგად წაიკითხონ იჯარის ხელშეკრულება, მათ სრული უფლება აქვთ ნებისმიერი სახის რემონტი გააკეთონ.“,- აღნიშნა კურტანიძემ.

ბიზნესმენმა განმარტა, რომ „ავერსის“ ინტერესში მათი პირობების გაუმჯობესება ვერანაირად ვერ შევა, რადგან ეს არის სახელმწიფო საკუთრებაა.

„თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრომ შესთავაზა სეფსისის ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, რომ „ავერსს“ მოეხდინა მათი პრივატიზება. სეფსის ცენტრი დათანხმდა და ხედავთ, დღეს როგორ პირობებში მუშაობენ, ინფექციური საავადმყოფო კი იყო უარზე, რადგან  ამბობდნენ,  რომ სახელმწიფო აუშენებდათ კლინიკას და ჩვენ ძალა არ დაგვიტანებია, დღემდე ელოდებიან ამ კლინიკის აშენებას. „ავერსს“ არანაირი დანაშაული მათ წინაშე არ აქვს. ჩვენ ვიყიდეთ მიწა და შენობები. თუ სეფსისის ცენტრში ადრე მუშაობდა 150 კაცი, დღეს მუშაობს 325 ექიმი და კიდევ ემატება. პედიატრიული განყოფილება არ იყო 20 წელი და დღეს გაკეთდა და აღიჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიით. „ავერსს“ არ აქვს ვალდებულება, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფექციური საავადმყოფო გაარემონტოს ან აპარატურა უყიდოს“,-  განაცხადა პაატა კურტანიძემ.

კლინიკის გასხნის ცერემონია აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა