საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1401

უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ინფექციური საავადმყოფო აშენდება, სადაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 13:58:00


ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებს პასუხობს.  

დავით სერგეენკოს განმარტებით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰექტარ ნახევრამდე მიწა, სადაც ინფექციური საავდმყოფო აშენდება. მისი თქმით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ამ ახალ შენობაში გადავა. 

„ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ინფექციური საავდმყოფოს აშენებას ვაპირებთ, სადაც შიდსისა და ინფექციურის ცენტრი გადავა. ახლა პოექტირების სტადიაა. იდეალურ შემთხვევაში მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ პაციენტების მიღება შესაძლებელი იქნება. ამიტომ ეს ორი წელი რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და ალბათ, პრემიერთან საღამოს შეხვედრაზეც გვექნება საუბარი ამაზე, რომ მოველაპარაკოთ კომპანია ”ავერსს”, რათა მათ მოგვცენ საშუალება ამ პერსონალის განთავსების. ამ სავადმყოფოსთვის თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის სახით და ეს ნახევარი მილიონი შეგვიძლია შედარებით უკეთესი პირობების შექმნას მოვახმაროთ. მე ვფიქრობ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამი წლის წინ ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის სანზონაში ყოფილი კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობა და ბიუჯეტი გამოყოფილი იყო, თუმცა პროექტი ვერ განხორციელდა. 

„შენობის რეკონსტრუქციის დაწყება არ მოხდა, რადგან რამოდენიმე ათეული სოციალურად დაუცველი შეიჭრა და იქ ცხოვრობდა. ცენტრს ვთავაზობდით და დღესაც ვთავაზობთ, რომ მივცემდით იჯარის თანხას და ნებისმიერი სხვა შენობა მოეძებნათ, სანამ ახალი შენობის აშენებამდე ისინი ნორმალურ პირობებში იქნებოდნენ. სამხუხაროდ, შესაბამისი შენობა ვერ მოძებნეს, რომელიც სტანდარტებს დააკმაყოფილებდა“, - განაცხადა სერგეენკომ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის თანამშრომლებმა დღეს აქცია გამართეს, სადაც მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა