საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1535

შიდსის ცენტრის შენობა გარემონტდება

ილია კილაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:14:00

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის წევრების გადაწყვეტილებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ამჟამინდელ შენობა-ნაგებობებს რემონტი ჩაუტარდება, ხოლო უმოკლეს პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტირებას დაიწყებს. ამის შესახებ საზოგადოებრივს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა შოთა გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე, ცენტრი თანამედროვე რენტგენის აპარატით აღიჭურვება. გოგიჩაიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა სამთავრობო დონზე გამონახავს მექანიზმებს, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო სახსრებით კერძო მფლობელობაში არსებული ქონების გარემონტება. 

მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელებსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის, რომელსაც მათთან ერთად ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე