საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1710

რა შეთანხმებით დასრულდა პრემიერისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლების შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

გამოქვეყნებულია 2017-06-06 20:42:00


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება, მანამდე კი უმოკლეს ვადაში არსებული შენობა გარემონტდება - აღნიშნული შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცენტრის თანამშრომლების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.  

ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა.  

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მათთვის შენობის უმოკლეს ვადაში აშენების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს აქცია ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ტერიტორიაზე გამართეს. 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა აღნიშნულ აქციაზე, გიორგი კვირიკაშვილისა და აქციის მონაწილეების გასაუბრების შემდეგ დაიგეგმა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მმართველი გუნდის ლიდერები შეიკრიბნენ
ამ წუთებში მმართველი გუნდის ლიდერები ქ
წაკითხვა