საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1822

სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-07 13:25:00

სამედიცინო დაწესებულებებს პაციენტებისთვის სერვისების დაფარვის შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება დაევალათ. საქმე ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე მუნიციპალურ პროგრამებს. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებების შემდეგ მიიღო და მისი მიზანი პაციენტების ინფორმირებულობაა. 

შესაბამისი ცვლილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე" დადგენილებაში შევიდა.

დადგენილებაში ნათქვამია, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ინფორმაცია თვალსაჩინო ადგილას 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა განათავსონ.

„სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან" დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობა სტაციონარული დაწესებულებების ნებართვის მქონე სუბიექტებმა 2017 წლის 15 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ,"-ნათქვამია დადგენილებაში.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 ხარჯების გაზრდა ჯანდაცვაზე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს რეკომენდაციებით მიმართავს
ხარჯების გაზრდა ჯანდაცვაზე - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს რეკომენდაციებით მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
წაკითხვა
ერთ-ერთი პაციენტის ახლობლებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან პრეტენზიები აქვთ
ერთ-ერთი პაციენტის ახლობლებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან პრეტენზიები აქვთ
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან ხმაურია. ერთ-ერთი პაციენტის ახლობლები, ექიმებს უყურადღებობა
წაკითხვა
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში - რა ხარვეზებზე საუბრობენ პაციენტები და სფეროს ექსპერტები
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში - რა ხარვეზებზე საუბრობენ პაციენტები და სფეროს ექსპერტები
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში. ექსპერტებ
წაკითხვა
საწოლი ადგილების პრობლემა პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში - რას აცხადებენ ჰოსპისების წარმომადგენლები
საწოლი ადგილების პრობლემა პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში - რას აცხადებენ ჰოსპისების წარმომადგენლები
არის თუ არა საქართველოში საკმარისი რაოდენობის საწოლი ადგილები პალიატიური მზრუნველობის ცენტრებში. 
წაკითხვა
არსებული ინფორმაციით, გორში საავადმყოფოს მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
არსებული ინფორმაციით, გორში საავადმყოფოს მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა
არსებული ინფორმაციით, გორში კლინიკა „გორმ
წაკითხვა
საქართველოში პაციენტის და ექიმის დღე პირველად აღინიშნა
საქართველოში პაციენტის და ექიმის დღე პირველად აღინიშნა
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციით პაციენტებს საკუთარი უფლებები შეახსენეს. 
წაკითხვა
ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ახალ წესს პაციენტები აპროტესტებენ
ფსიქიატრიული დაწესებულებების დაფინანსების ახალ წესს პაციენტები აპროტესტებენ
შეუქმნის თუ არა ფსიქიატრიული სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესი პაციენტებს 
წაკითხვა
18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ქუთაისში 18 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. 
წაკითხვა