საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1823

ომბუდსმენი - კონფლიქტის ზონაში 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანა არ მომსახურებია

ლაშა მიქაძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-08 19:48:00

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, კონფლიქტის ზონაში 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანა არ მომსახურებია.

„სახალხო დამცველისათვის უაღრესად სერიოზული პრობლემაა, რომ გალის რაიონის ე.წ. ზედა ზონის დაახლოებით 10 000 ბენეფიციარს სამი თვის განმავლობაში (2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის 10 მარტის მდგომარეობით) არ მომსახურებია სასწრაფო დახმარების მანქანა. 2002 წელს გადაცემული „უაზის“ მარკის სასწრაფო დახმარების მანქანა 2016 წლის დეკემბერში საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან და შეკეთებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილის თანახმად, თანხის მობილიზება 2017 წლის ბიუჯეტში იგეგმება“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ომბუდსმენის ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველი უკვე მრავალი წელია აყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის საკითხს. 

„სამწუხაროდ, ეს რეკომენდაცია არ შესრულებულა და პრობლემის მოუგვარებლობა მძიმე ტვირთად აწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობაა შეფასებული.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საერთაშორისო კონფერენცია
საერთაშორისო კონფერენცია "სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალქო უფლებები, გამოწვევები და პერსპექტივები" გაიმართა
საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია "სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალქო უფლე
წაკითხვა
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
სახალხო დამცველი - არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრობლემური საკითხები
არჩევნებმა დიდწილად მშვიდობიან ვითარებაში ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ცალკეული დარღვევები და პრო
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან ჩართული
სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების სახით იქნებიან
წაკითხვა
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
ბავშვთა მიმართ ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის ანგარიშში
სახალხო დამცველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.
წაკითხვა
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
ევროპის ქვეყნებიდან უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს 63 მოქალაქე დააბრუნეს
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლე
წაკითხვა
ომბუდსმენი: საქართველოში სათამაშოებთან დაკავშირებით სახელმწიფო რეგულაციები არ არსებობს
ომბუდსმენი: საქართველოში სათამაშოებთან დაკავშირებით სახელმწიფო რეგულაციები არ არსებობს
სახალხო დამცველმა უსაფრთხო სათამაშო კამპანიის მიმდინარეობის შედეგები  შეაჯამა. 
წაკითხვა
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამც
წაკითხვა
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს, შესაძლო კანდიდატებად თამარ ქალდანსა და სოფო ჯაფარიძეს ასახელებენ
საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსულების ვადა მიმდინარე წლის
წაკითხვა