საზოგადოებრივი
104.5 FM
36833

რა მოხდა აშშ-ი დაკავებული ავთანდილ ხურციძის სასამართლოზე

პროფესიონალ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს, რომელსაც ბრალად ედება რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა, სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა. სპორტსმენი სასამართლოს შემდგომ სხდომას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაელოდება, - ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

როგორც Seattle Times-ის სტატიაშია აღნიშნული, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ აქვთ ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სცემს ავთანდილ ხურციძე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცავების ინფორმატორი იყო. მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული პიროვნება, ხურციძეზე ჩანაწერებს აგროვებდა.

სასამართლოზე FBI-ის გამლმძიებლებმა თქვეს, რომ კიდევ ერთ ვიდეოში ხურციძე მუშტს ურტყამს ადამიანს, რომელსაც ადანაშაულებს პოკერის თამაშიდან ფულის მოპარვაში. მთელი ძალით ურტყამს მას და შემდეგ უფლებას აძლევს შულაიას, მიუახლოვდეს მსხვერპლს, რის შემდეგაც შულაია მამაკაცს სახეში ხელს არტყამს.

Seattle Times-ის  ცნობით, აღნიშნული მასალის არსებობა ფედერალური მოსამართლისათვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ხურციძე საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ კეტრინ ფორესტმა გადაწყვიტა, ხურციძე გისოსებს მიღმა დალოდებოდა საქმის არსებით განხილვას. 

FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის რაჟდენ შულაიას მაფიის „კუნთი” იყო ბრუკლინში.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, მისთვის რთული არ იყო ხურციძის მიმართ პატიმრობის გამოყენება. ერთი დღით ადრე, მაგისტრანტმა მოსამართლემ, ხურციძის მიმართ 200 ათასი დოლარის ოდენობის გირაო დაადგინა და ელექტრონული მონიტორინგის საფუძველზე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მაგისტრანტმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ ხურციძეს სახლის დატოვება მხოლოდ ვარჯიშისა და შეჯიბრში მონაწილეობის მიზნით შეეძლო. 

როგორც ფედერალურმა მოსამართლემ აღნიშნა, ორი ვიდეო და ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით,  ხურციძე კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად, ძალადობის ჩადენაში მონაწილეობს, რითაც ავლენს საფრთხეს საზოგადოების მიმართ, ასევე ის თავს ესხმის მთავრობის ინფორმატორს. 

New York Post-ი წერს, რომ ავთანდილ ხურციძე ერთ-ერთია იმ 33 ადამიანს შორის, რომელთაც ბრალად ედებათ რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობა. 

გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესზე ხურციძის ადვოკატმა განაცხადა, რომ ის ვიდეომასალა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებით, ხურციძე მამაკაცს სცემს, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. 

„ის მშვიდობიანი კაცია. ის რინგზე მებრძოლია“, - განაცხადა ადვოკატმა. 

რაც შეეხება პროკურორების ბრალდებას, რომ ხურციძე კრიმინალურ ავტორიტეტებთან ერთად შენიშნეს, ადვოკატი აცხადებს, რომ კრიმინალები მხოლოდ იმიტომ იყვნენ ხურციძის გარშემო, რომ ის ცნობილი მებრძოლია. 

„ჩემი კლიენტი მსოფლიო დონის მებრძოლია. როდესაც წარმატებული ათლეტი ხარ, ხალხს შენ გარშემო  ყოფნა სურს“, - განაცხადა ადვოკატმა. 

ქართველ მოკრივეს 8 ივლისს ბილი ჯო სანდერსთან ორთაბრძოლა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო მას შემდეგ, რაც ხურციძე დაადანაშაულეს რეკეტში, თაღლითობასა და სხვა დანაშაულებში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საკადრო წმენდა საუდის არაბეთში - 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
საუდის არაბეთის სამეფოს 11 პრინცი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. საკადრო წმენდის ინიციატორი, ნავთობით მდიდარი სამეფოს, ტახტის ახალგაზრდა მემ
წაკითხვა
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვის ცენტრში 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია ოპოზიციონერ
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა