საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
456

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ლიზა ზუბაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-12 11:37:00

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ტერიტორია თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს და 210 ჰექტარს მოიცავს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს დედაქალაქთან ახლოს არსებული ყველაზე ცხელი წერტილია. აქ ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაა, სეირნობისას დამსვენებელებს შეუძლიათ ნახონ წითელ წიგნში შეტანილი ხეები, დააკვირდნენ სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს. აქვეა 5 ტბა, რომელთაგან ნაწილი სათევზაოდ გამოიყენება.

„ არის დიდი ტერიტორია, ბილიკები ქმნის იმის პირობას, რომ ველომოყვარულებმა ისეირნონ. ტერირტორია იდეალურია ე.წ. „bird watching”-ის, ანუ ფრინველებზე დაკვირვებისთვის, პიკნიკისთვის, კარვებით ღამის გასათევად და დასასვენებლად“ - აცხადებს CENN-ის გარემოს დაცვის ოფიცერი ნინო ბრეგაძე.

ტერიტორია ამჟამად სამი მუნიციპალიტეტის: თბილისის, რუსთავისა და გარდაბნის საკუთრებაა. ადგილს არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამიტომ მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. ნინო ბრეგაძე ამბობს, რომ პარკში არსებულ ხეებს მოსახლეობა ჭრის და სათბობ რესურსად იყენებს. კიდევ ერთ საფრთხეს, მისი აზრით, მონადირეები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად ფინველებზე ნადირობენ. 

კრწანისის ტყე-პარკისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უკვე აქტიურად მუშაობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN). მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარკზე უფლებამოსილ ყველა მუნიციპალიტეტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის ბალანსზეც არის ამჟამად ტერიტორია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ტერიტორია თბილისის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს, ამგვარად პარკზე თბილისის ზონირების წესები გავრცელდება და მას რეკრეაციული ზომის სტატუსი მიენიჭება. 

ეკონომიკის სამინისტრო წერილობთ განცხადებაში ამბობს, რომ პარკზე უფლებამოსილი სამი მუნიციპალიტეტია. ამასთანავე, უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტერიტორია შენარჩუნდეს როგორც ტყე-პარკი და ამასთან, მისი განვითრების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. 

ორგანიზაცია CENN-ი იმედოვნებს, რომ უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგება და კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება მოხდება.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
სოფელ ართანის ტყეში ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები დილიდან ცდილობენ
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის ტყე
წაკითხვა
გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს
გარემოს დაცვის სამინისტრო - ბორჯომის ხეობაში ხე-ტყის დამზადება დაშვებული მოცულობების ფარგლებში მიმდინარეობს
გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაშ
წაკითხვა
ახალი დეტალები ცენტრ-პოინტის საქმეში - რა განაცხადა „კრწანისი-ვილა-რეზიდენსის“ წარმომადგენელმა „მოამბესთან“ საუბარში
ახალი დეტალები ცენტრ-პოინტის საქმეში - რა განაცხადა „კრწანისი-ვილა-რეზიდენსის“ წარმომადგენელმა „მოამბესთან“ საუბარში
,,მოამბისთვის” ცნობილი ხდება რამდენიმე ახ
წაკითხვა
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც უფლებამოსილი გახდება თბილისის ახალი მთავრობა, საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავში
წაკითხვა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში ორი თვის განმავლობაში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის 161 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა
მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო უბნებზე რამდენიმე ხარვეზი გამოვლინდა
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი მთაწმინდისა და კრწანისის საარჩევნო უბნებზე. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 18 %-ს შეადგენს
მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 18 %-ს შეადგენს
ამ დროის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით 18 %-ია მთაწმინდაზე. ოლქის თავმჯდომარის განცხადებით, დაწერილია მხოლოდ უმნიშვნელოა საჩ
წაკითხვა
მთაწმინდის ოლქში რამდენიმე საჩივარი დაიწერა
მთაწმინდის ოლქში რამდენიმე საჩივარი დაიწერა
მთაწმინდის ოლქში რამდენიმე საჩივარი დაიწერა, თუმცა, ამას საარჩევნო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ამის შესახებ ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა
წაკითხვა