function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 13-14 ივნისისს, თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გაასაჯაროვა. სწორედ კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს აუზში დამონტაჟდა მდინარის დონის 3 მზომი და 5 ნალექმზომი მოწყობილობები, საიდანაც მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სპეციალისტების თქმით, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა და შესაბამისი უწყების ინფორმირება მარტივად ხდება.