საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1435

არასამთავრობო ორგანიზაცია „დროას“ ინფორმაციით, ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს

გამოქვეყნებულია 2017-06-13 21:23:00

ხელისუფლება მუნიციპალიტეტების ნაცვლად სადროშოების შექმნას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ მომზადებულ დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ხანგრძლივვადიანი სტრატეგიაზე დაყრდნობით, არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“ ავრცელებს.

არასამთავრობოს ინფორმაციით, დოკუმენტი ასოციაციის ექსპერტთა ჯგუფმა გაეროს განვითარების პროექტის  მხარდაჭერით მოამზადა და საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნა.

სტრატეგიის მიხედვით, გრძელვადიან პერსპექტივაში, შეიქმნება ორდონიანი თვითმმართველობა, სადაც პირველ დონეს საქალაქო და სასოფლო თემები, ხოლო მეორე დონეს დღეს არსებული მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ. თუმცა, ამავე სტრატეგიით, მუნიციპალიტეტები სადროშოებად გადაკეთდება.

„ვინაიდან ტერმინი „მუნიციპალიტეტი“ (municipality) ყველა ევროპულ ენაში ქალაქის ადმინისტრაციის სინონიმია, აუცილებელია უფრო ადეკვატური სახელდების გამოძებნა ხელისუფლების ამ დონისათვის. ვფიქრობთ, უპრიანია სამხედრო-ტერიტორიული დაყოფის ისტორიული ტერმინის – „სადროშოს“ გამოყენება (მაგ: თელავის სადროშო, თელავის მუნიციპალიტეტის ნაცვლად)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სტრატეგიის მიხედვით, მოხდება სოფლებისა და ქალაქების კლასიფიცირება და ისინი A, B და C კატეგორიებად დაიყოფა, ხოლო თბილისი რეგიონად გადაკეთდება. დოკუმენტის თანახმად, დასახლებათა კლასიფიცირება 2017-2021 წლებში მოხდება.

„საქალაქო დასახლებების კლასიფიცირება შემდეგნაირად მოხდება:

საქართველოს დედაქალაქი თბილისი (NUTS II რეგიონი);

A კატეგორიის საქალაქო დასახლება – დიდი ქალაქი/ურბანული ცენტრი (ინგლისური შესატყვისი city), მოსახლეობა 50-დან 150 ათასამდე და/ან ეროვნული ეკონომიკური ფუნქციის მატარებელი ურბანული ცენტრი;

B კატეგორიის საქალაქო დასახლება – პატარა ქალაქი (ინგლისური შესატყვისი town), 3-დან 50 ათასამდე მოსახლე, სასოფლო დასახლებათა ქსელის ეკონომიკური და/ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი;

C კატეგორიის საქალაქო დასახლება – საქალაქო დაბა (ინგლისური შესატყვისი urban settlement), მოსახლეობის სიმჭიდროვე 300 მოსახლეზე მეტი 1კმ2-ზე, მოსახლოება 500 კაციდან 3 ათასამდე;

ქალაქის თემი – დედაქალაქსა და A კატეგორიის საქალაქო დასახლებაში შემავალი ურბანული დასახლება, რომელსაც აქვს საკუთარი ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრი, რომლის მოსახლეობა 10 ათასს აღემატება;

ქალაქის უბანი/რაიონი – B და C საქალაქო დასახლების ადმინისტაციული დაყოფის შედეგად წარმოქმნილი ტერიტორიული ერთეული.

საქართველოს სასოფლო დასახლებები (ღია სივრცის დასახლება, 1კმ2-ზე 300 მოსახლეზე ნაკლები სიმჭიდროვით) შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

A კატეგორიის სასოფლო დასახლება – დიდი სოფელი/სასოფლო დაბა, მოსახლეობა 5-დან 10 ათასამდე, მაღალი სიმჭიდროვის სასოფლო დასახლება, რომლებსაც აქვს საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი;

B კატეგორიის სასოფლო დასახლება – სოფელი/თემი, მოსახლეობა 1.5-დან 5 ათასამდე განფენილ საოჯახო დასახლებათა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ერთიანი საზღვარი და ადმინისტრაციული ცენტრი, საიდანაც უკიდურეს პერიფერიულ დასახლებამდე ტრანსპორტით გადაადგილების დრო 15 წუთზე ნაკლებია;

C კატეგორიის სასოფლო დასახლება – სოფელი/თემი – მოსახლეობა 1.5 ათასამდე. ცალკე სასოფლო დასახლება/ან განფენილ საოჯახო დასახლებათა ერთობლიობა, რომელთაც აქვთ საერთო ადმინისტრაციული ცენტრი“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზემოთ მოყვანილ დასახლებათა ტიპები პირველი დონის ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულები (LAU2) იქნება. მათზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს შესაბამისი კვლევითი ცენტრი (ობსერვატორია), რომლის ანგარიშიც ყოველ 5 წელიწადში გამოქვეყნდება. საჭიროებისას, დასახლებათა რეესტრი განახლდება (კრიტერიუმების დაკმაყოფილების კვალობაზე დასახლების ერთი კატეგორიიდან ან ტიპიდან მეორეში გადასვლა) 7 წელიწადში ერთხელ.

რაც შეეხება ერთიან ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ სასოფლო და საქალაქო დასახლებათა ქსელს (მომავალ „სადროშოს“ და დღევანდელ მუნიციპალიტეტს), მას მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი (LAU1) მიენიჭება. შესაბამისად, მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეულის კლასიფიკატორი იქნება:

სადროშო/დღევანდელი მუნიციპალიტეტი (ინგლისური შესატყვისი County) მოსახლეობა 5-იდან 150 ათასამდე – სხვადახვა ტიპის და კატეგორიის დასახლებათა ქსელი, რომელშიც, სასოფლოსთან ერთად, შედის B ან C კატეგორიის ერთი საქალაქო დასახლება მაინც და გახლავთ სადროშოში (მუნიციპალიტეტში) შემავალ დასახლებათა სოციალ-ეცონომიკური და/ან ადმინისტრაციული ცენტრი. სადროშოს (მუნიციპალიტეტის) ადმინისტრაციულ ცენტრსა და ყველაზე დაშორებულ პირველი დონის ადმინისტრაციულ ერთეულს შორის ტრანსპორტით მგზავრობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 45 წუთზე მეტი (გამონაკლისია მაღალმთიანი, მოწყვეტილი დასახლებები).

დასახლებათა ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაცია განისაზღვრება სპეციალური კანონით (ან თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისი თავით) „დასახლებებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების შესახებ“.

სტრატეგიის ავტორების ინფორმაციით, ანალოგიური სისტემაა ლატვიაში, მოლდოვაში, ესტონეთში, ბულგარეთში, ალბანეთსა და ხორვატიაში“, - აღნიშნულია „დროას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების დროებითი ბიუჯეტების შედგენის დროებითი წესი დაამტკიცა
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს
წაკითხვა
წელს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ
წელს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ
2017 წელს გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მოხელეებს გასაუბრება ჩაუტარდებათ. მხოლოდ ა
წაკითხვა
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ
მუნიციპალიტეტებს შესაძლოა, ერთზე მეტი აიპი-ს შექმნის უფლება აღარ ჰქონდეთ. ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
წაკითხვა
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს, მწვავე განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტების შეერთების საკითხს, მწვავე განხილვების შემდეგ, მხარი დაუჭირა
ზუგდიდის საკრებულოს სხდომამ 12-3-ის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდი
წაკითხვა
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ხმაურიანი განხილვა ზუგდიდისა და გორის რაიონების საკრებულოებში
მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილების ხმაურიანი განხილვა ზუგდიდისა და გორის რაიონების საკრებულოებში
ხმაური მოჰყვა ზუგდიდის რაიონის საკრებულოში მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე სამთავრობო კომისიის წინადადების განიხილვას. <
წაკითხვა
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის  დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის  დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ფინანსუ
წაკითხვა
რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში - საია-ს კვლევა
რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში - საია-ს კვლევა
საია ახალ კვლევას აქვეყნებს - რამდენად რაციონალურად იყენებენ საწვავს მუნიციპალიტეტებში და სარგებლობენ თუ არა სახელმწიფო მოხელეები პოზიციით,
წაკითხვა
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება
მუნიციპალიტეტების მიერ სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციათა ნუსხა იზრდება. ამას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგე
წაკითხვა