საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
437

მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს

გამოქვეყნებულია 2017-06-14 15:26:00


საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის Georgian American Alloys აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელიც  შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. 

“ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, (12 ივნისს) წარადგინა სასამართლოში. 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys,  წარმომადგენლებთან და კომპანიის მესაკუთრეებთან, რომლებიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან საქართველოში. ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად.  დღესვე მხარეებმა შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. 

სამინისტროს ცნობით, კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის  შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება.

ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის პირობების აღსრულების პროცესს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური დაგეგმვის კუთხით. 

ასევე, აღსანიშნავია,, რომ შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები აკ. წერეთლის სახ. მაღაროს ე.წ „საშევარდნოს“ კარიერზე, რადგან ამ კარიერზე  ოპერირება გაუმართლებლად დიდ ზიანს აყენებდა  რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიდრე კომპანიის სხვა ობიექტები. დახურვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მხედველობაში იქნა მიღებული არამარტო არსებული ეკოლოგიური ზიანი, არამედ ის რისკებიც, რომლებიც თან სდევდა კარიერის დამუშავებას, როგორც ზოგადი ეკოლოგიური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოების, მათ შორის ღვარცოფების წარმოქმნის კუთხით. 

ამასთან, დღევანდელ ბრიფინგზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის განმავლობაში შემუშავებული 14-პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები) გეგმა წარმოადგინა, რაც ამავდროულად მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობებს ასახავს.

2017 წელი

უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით;

დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით;

განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; 

მომზადდება და სამინისტროსთან  შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები,  მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის;

მომზადდება და სამინისტროსთან  შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.


2018-2019  წლები

2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე  წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის  მიზნით;

დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი;

უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქ. ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება  სამინისტროსთან. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017  წლის 11 მაისის განჩინებით შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა