საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
444

საინიციატივო ჯგუფი ქართველი ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიან ფასად მიყიდვის ინიციატივით გამოდის

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-15 14:30:00

საინიციატივო ჯგუფმა "ციტადინში" პროექტის ,,ქართული მიწა ემიგრანტებს" პრეზენტაცია გამართა. 

პროექტის  შესახებ ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის მიზნით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ღლონტმა ისაუბრა. 

როგორც ირაკლი ღლონტმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე საუბარია, რომ ქართული მიწის გასხვისება აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. 

"მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მოკლებულია სიღრმისეულ ანალიზს და საჭიროებს დაუყონებლივ გადახედვას. ოფიციალური მონაცემებით საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება დაახლოებით 1,7 მლნ საქართველოს მოქალაქე. ათწლეულების მანძილზე ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი გახდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, რის გამოც, მათ შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. მიგვაჩნია, რომ თითოეული ქართველის სამშობლო არის საქართველო. ჩვენი ინიციატივაა, რომ ნატურალიზაციის ანუ დაბადების ფაქტის გათვალისწინებით განხორციელდეს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ქართველების უფლებრივი გათანაბრება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებთან, შესაბამისად მათ უნდა ჰქონდეს უფლება ქართული მიწის შეძენა-გასხვისებასთან დაკავშირებით ისარგებლონ იგივე შესაძლებლობებით და უფლებებით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი თანამოქალაქეები", - აღნიშნა ირაკლი ღლონტმა. 

მისივე განცხადებით, უნდა განხორციელდეს ისეთი საკანონმდებლო რეფორმა, რის საფუძველზეც ემიგრანტებს გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს შეღავათიან ფასად გადაეცემათ და 10 წლის ვადით გავათავისუფლებთ ყველა გადასახადისგან.

"შესაძლებელია ემიგრანტებს შევთავაზოთ მიწის საფასურის გადახდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გრაფიკი, რათა მათ შეძლონ მათ ხელში არსებული კაპიტალის ბიზნეს საქმიანობის დასაწყებად", - განაცხდა ღლონტმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი