საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
10107

ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის გეგმას ასაჯაროებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-16 19:45:00

ალბათ გსმენიათ, რომ მილიარდერ ელონ მასკს სურვილი აქვს, უახლოეს მომავალში მარსზე მილიონი ადამიანი გაგზავნოს, რაც თითოეულ მათგანს სულ რაღაც 200 000 $ დაუჯდება.  

გასული წლის სექტემბერში, მასკმა განმარტა თუ როგორ აპირებს გეგმის განხორციელებას, ამჯერად კი ეს ყველაფერი თავად შეგიძლიათ წაიკითხოთ, რადგან მილიარდერმა დეტალები ონლაინ გამოაქვეყნა და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. 

მოძრაობის მოწესრიგების მიზნით ქალაქების ქვეშ გვირაბების გათხრის, ფუტურისტული ადამიანი-კომპიუტერისა და ელექტრომომარაგების პრობლემის გადაჭრის იდეების შემდეგ, მასკს სურს, ერთ მშვენიერ დღესაც წითელ პლანეტაზე გადასახლების შანსი მოგვცეს. 

საინტერესოა, თქვენ რას გააკეთებდით 17 $ მილიარდს რომ ფლობდეთ? 

გასული წლის ოქტომბერში, მასკის მიერ Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტიდან ვიგებთ, რომ მომდევნო საუკუნეში, მარსზე მილიონი ადამიანის გაგზავნას თან ახლავს ოთხი გადამწყვეტი მომენტი: ზედაპირის დაზვერვა, საწვავის მწარმოებელი ქარხნის დაშლა, რამდენიმე პიონერის გაგზავნა, შემდეგ კი უფრო მეტის გამგზავრება. 

მარტივად ჟღერს, არა? მაგრამ რა თქმა უნდა, ეშმაკი დეტალებშია, რაც თავადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ და განსაჯოთ. გამოცემა New Space-მა მასკის წადილს უწოდა „ადამიანების გადაქცევა მულტიპლანეტურ სახეობად“. 

15-გვერდიან კომენტარში მასკი განმარტავს, თუ რატომაა კოსმოსური დანიშნულების ადგილად მარსი მისი პირველი არჩევანი.  

გარდა ამისა, მასკი ასევე ნათელს ჰფენს რამდენიმე საკითხს: როგორ შევამციროთ მარსზე გაგზავნის ღირებულება 5 მლნ პროცენტით — ამჟამად ერთი ადამიანის გაგზავნა 10 $ მილიარდადაა შეფასებული, მასკს კი ღირებულების ჩამოყვანა 200 000 $-მდე სურს; როგორ იფუნქციონირებს საპლანეტათშორისო სატრანსპორტო სისტემა; რა დრო იქნება საჭირო; სად წავიდეთ მარსზე დასახლების შემდეგ. 

მიუხედავად იმისა, რომ მასკი ზუსტი თარიღების დასახელებისას სიფრთხილეს იჩენს, იქვე აღნიშნავს, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, შესაძლოა პირველი ფრენა მარსისაკენ 2023 წელს განხორციელდეს. 

ამის შემდეგ, მომდევნო 5-10 ათწლეულის განმავლობაში, მისიათა მთელი სერია მარსზე მილიონამდე ადამიანს წაიყვანს, რათა იქ დასახლდნენ და დაიწყონ ახალი მსოფლიოს შექმნა. 

შესაძლოა ეს ყოველივე ცოტა ფანტასტიკურად ჟღერდეს, რასაც თავის კომენტარში მასკიც ეთანხმება. 

„2002 წელს, SpaceX-ი ფაქტობრივად არაფერს წარმოადგენდა. მიმაჩნდა, რომ 10%-იანი შანსი გვქონდა გვეკეთებინა რაიმე — თუნდაც რაკეტის გაყვანა ორბიტაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ მარსის სერიოზულ გეგმებზე“. 

თუმცა, ნამდვილად დიდი განსხვავებაა დედამიწის დაბალ ორბიტაზე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის გაყვანასა და სრულიად არასტუმართმოყვარე პლანეტაზე ახალი ცივილიზაციის შექმნას შორის.  

მიუხედავად იმისა, რომ მასკის წერილმა რამდენიმე კითხვას უპასუხა, ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა.  

გასულ წელს, კოსმოსური პოლიტიკის ექსპერტმა ჯონ ლოგსდონმა Business Insider-ს უთხრა:  

„მასკს მინიმუმამდე დაჰყავს სამომავლო კვლევებისათვის საჭირო ხელსაწყოთა ოდენობა. კოსმოსური ხომალდის ვერც ერთ მონახაზში ვერ ნახავთ, თუ სად უნდა იცხოვროს ასმა ადამიანმა ოთხი თვის განმავლობაში, მარსისაკენ მიმავალ გზაზე“. 

გარდა ამისა, ეს ყოველივე ემყარება მხოლოდ ჩვენს ამჟამინდელ ცოდნას. ცოტა ხნის წინ, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მარსზე მყოფი ადამიანი იმაზე ორჯერ მეტ მავნე რადიაციას მიიღებს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. 

ვინ იცის, კიდევ რა სიურპირზებს გვინახავს ჩვენი მეზობელი? 

ადვილია იპოვო ასობით მიზეზი, რომელთა გამოც ასეთმა ამბიციურმა გეგმამ შესაძლოა კრახი განიცადოს, მაგრამ ახალ პარაგრაფში, მასკმა თავის გულწრფელი განზრახვა უფრო ნათელი გახადა. 

„SpaceX-ის მარსის არქიტექტურაზე საუბრით, მინდა მარსი ხელმისაწვდომად წარმოვაჩინო, ნათელი გავხადო, რომ ეს რაღაც ისეთია, რისი გაკეთებაც ჩვენს სიცოცხლეში შეგვიძლია“. 

„ნამდვილად არის გზა, რომელზე გავლასაც ნებისმიერი შესძლებს, თუკი მოისურვებს“. 

ამ საკითხში მასკს მისი გეგმებისადმი კრიტიკულად განწყობილი ლოგსდონიც ეთანხმება.  

„ის აყალიბებს ხედვას, ხედვები კი აუცილებელი არაა თანმიმდევრული და დალაგებული იყოს“. 

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერთ საათში - ელონ მასკის ინოვაციური იდეა
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ერთ საათში - ელონ მასკის ინოვაციური იდეა
​კომპანია SpaceX-ის დამაარსებელმა ელონ მასკმა ასტრონავტების საერთაშორისო კონფერენციაზე ახალი
წაკითხვა