საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
531

კონკურსის „სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ დაჯილდოება გაიმართა

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-16 21:16:00

კონკურსის „სტუდენტთა სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017” დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იყო. სტუდენტთა პროექტი ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციასა და არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტას ისახავს მიზნად. საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობა ათი უნივერსიტეტის 100-მდე სტუდენტმა მიიღო. 

„დღეს იმართება სტუდენტური კონკურსი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. დარეგისტრირებული სტუდენტური გუნდებიდან შეირჩა 16 გუნდი, რომლებსაც საშუალება მიეცა, სოციალური მეწარმეობის შესახებ მიეღო, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკულად გაცნობოდნენ სოციალური საწარმოების მუშაობის სპეციფიკასა და გამოწვევებს. ფინალურ ეტაპზე გადასულ 4 გუნდს კი გადაეცა 1500 ლარი. კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართა ტრენინგ-სემინარები სოციალური მეწარმეობის თემის შესახებ. 

წელს ძალიან კარგი საქმე გააკეთეს სტუდენტებმა, დაეხმარნენ სოციალურ საწარმოებს”,- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის სოციალური მეწარმეობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიგა ჩიტიშვილმა. 

სოციალურ საწარმოებში ძირითადად დასაქმებული არიან შშმ და სოციალურად დაუცველი პირები. პროგრამის ფარგლებში, წახალისდა მათი წარმოება. 

კონკურსი „სტუდენტები სოციალური საწარმოების დასახმარებლად” 2012 წლიდან ყოველ წელს ტარდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟ
წაკითხვა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
პროფესიული უნარების საერთაშორისო შეჯიბრზე საქართველოს გუნდმა წარმატებით იასპარეზა
საქართველოს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებმა მსოფლიო პროფესიული უნარების შეჯიბრებაში მიიღეს მონაწილეობა. საერთაშორისო კონკურსში 77 ქვეყნის
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
აბუ-დაბიში პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას
ქალაქ აბუ-დაბიში პროფესიული უნარების (Wor
წაკითხვა
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
გრანდიოზული შოუ მონაწილეებს არჩევს - რას გვთავაზობს ,,რანინა”
კოსტავას 68 ნომერში, პირველი არხის შენობაში, ამ წუთებში 8-დან 13 წლამდე ბავშვების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. პირველი არხი პატარა მომღ
წაკითხვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინი ცნობილია - კონკურსში „თბილქალაქპროექტმა“ გაიმარჯვა
უკვე ცნობილია როგორი იქნება პირველი არხის
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
თინათინ ბერძენიშვილი - შევეცადეთ, კონკურსი მაქსიმალურად საჯარო ყოფილიყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიზაინის შერჩევაში საზოგადოება ჩართულიყო
მოხარული ვარ, რომ პირველი არხის ახალი შენ
წაკითხვა