საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2820

პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა - რა მარშრუტით იმოძრავებს ტრანსპორტი

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-16 22:47:00

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პეკინის ქუჩაზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და სარემონტო სამუშაოები იწყება.

თბილისის მერიის ცნობით, 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.


რეაბილიტაციის პერიოდში ავტოტრანსპორტისთვის ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:

• პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით

• 26 მაისის მოედნიდან კოსტავასა და შარტავას ქუჩების გავლით ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით

• კანდელაკის ქუჩაზე ზურაბ ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩისკენ

• ჭაბუკიანის ქუჩაზე სააკაძის მოედნიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით

• ტაშკენტის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირიდან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით

• იოსებიძისა და ცაგერის ქუჩებზე პეკინის გამზირიდან შარტავას ქუჩისკენ

• ანა კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვლება პეკინის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით

დროებითი სქემიდან გამომდინარე, ზურაბ ჟვანიას მოედნიდან პეკინის ქუჩაზე  მიმავალი ავტომანქანები შეუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და პეკინის ქუჩაზე ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდებიან.

კანდელაკის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩასვლა შესაძლებელი იქნება იონა ვაკელის ქუჩის გავლით.

შარტავას ქუჩიდან ჟვანიას მოედნის გავლით კანდელაკის ქუჩაზე შეხვევა შეიზღუდება. ამ შემთხვევაში, კანდელაკისა და ნუცუბიძის ქუჩებისკენ ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელი იქნება პეკინის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით.

პეკინიდან კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის გასაგრძელებლად 26 მაისის მოედანზე დაშვებული იქნება მარცხნივ მობრუნება.


ცვლილებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემასაც შეეხება:

• გმირთა მოედნიდან პეკინის ქუჩის გავლით ბახტრიონის, მიცკევიჩის, კანდელაკის ქუჩებისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: გმირთა მოედნიდან კოსტავას ქუჩის, სააკაძის მოედნისა და შარტავას ქუჩის გავლით შესაძლებელი იქნება ჟვანიას მოედანზე მოხვედრა, საიდანაც პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე. ხოლო ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ბექას ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და პეკინის ქუჩის გავლით.

• გაგარინის ქუჩიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩიდან  შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე და ბექას ქუჩისა  და  ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდება პეკინისა და კოსტავას ქუჩებზე, საიდანაც გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

• ვახუშტის ხიდიდან საბურთალოსა და გმირთა მოედნისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან ავა სააკაძის მოედანზე, მარჯვნივ მოხვევით გაივლის შარტავას ქუჩას, მობრუნდება ჟვანიას მოედანზე და პეკინის ქუჩიდან შეუხვევს ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

• ყაზბეგის გამზირიდან პეკინისა და გაგარინის ქუჩებისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი გაივლის ჯერ პეკინის ქუჩას, შემდეგ ანა კალანდაძის ქუჩიდან გაუხვევს შარტავას ქუჩაზე და გაგარინის ქუჩის გავლის შემდეგ მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით

•ყაზბეგის გამზირიდან ვახუშტის ხიდისკენ საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტი ყაზბეგის გამზირიდან გაუხვევს პეკინის ქუჩაზე, 26 მაისის მოედანზე მობრუნდება მარცხნივ და კოსტავას ქუჩისა და სააკაძის მოედნის გავლის შემდგომ მოძრაობას  ვახუშტის ხიდისკენ გააგრძელებს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი
წაკითხვა
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თბილისში ი
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
მიმდინარე წლის ზაფხულში შატილში ჩამოშლილი ჭინჭარაულების რიგით მეექვსე საგვარეულო კოშკის აღდგე
წაკითხვა
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
იწყება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსე
წაკითხვა
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
პრობლემა, რომელიც წლებია, მოუგვარებელი რჩება. ქვეყნის მასშტაბით 200-
წაკითხვა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურულ
წაკითხვა
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბაღის პროექტირება დასრულებულია, ფიზიკური სამუშაოების განმახორციელებე
წაკითხვა