საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1050

პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის სხვადასხვა უბნის წყალმომარაგებაში მოსალოდნელია შეფერხება

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-17 00:26:00

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორის მამუკა კიკალეიშვილის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თბილისის სხვადასხვა უბნის წყალმომარაგებაში გარკვეული შეფერხებაა მოსალოდნელი.

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი" გერმანელ ექსპერტებთან ერთად, იწყებს მასშტაბურ პროექტს. ჩვენ მთლიანად შევისწავლით, ჩავატარებთ ექსპერტიზას და მთლიან რეაბილიტაციას გავუკეთებთ ცხრაასმილიმეტრიან და ათას მილიმეტრიან თუჯის მილებს, რომელთა სიგრძე დაახლოებით 1300 მეტრია.

მთლიანად შეიცვლება 355-მილიმეტრიანი და 150-მილიმეტრიანი გამანაწილებელი ქსელი და ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მთლიანად შეიცვლება საკანალიზაციო ჭები. 

ამ პროექტში „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“ დახარჯავს სამ მილიონ ლარს. ბუნებრივია, იქნება გარკვეული შეფერხებები წყალმომარაგებაში, თუმცა მოქალაქეებს ამის შესახებ ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიან და გააფრთხილებენ.

პეკინის მოსახლეობას შეზღუდვები არ შეეხება, თუმცა სხვა რაიონში შეიძლება მოხდეს. წყლის მიწოდების შეფერხება დაახლოებით რვა-თორმეტ საათს გაგრძელდება და არ იქნება გრძელვადიანი შეფერხება“, - განაცხადა „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალეიშვილმა.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პეკინის ქუჩა ცალმხრივად გადაიკეტა.

თბილისის მერიის ცნობით, 16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მიროტაძის ქუჩის კუთხემდე მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება. შესაბამისად, პეკინის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 56-კილომეტრიანი მონაკვეთი
წაკითხვა
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
ჯანო ანანიძე რეაბილიტაციას საქართველოში აგრძელებს
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე თბილისში ი
წაკითხვა
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
კახა კალაძე - მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია
მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგა
წაკითხვა
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
შატილში მე-6 კოშკის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება
მიმდინარე წლის ზაფხულში შატილში ჩამოშლილი ჭინჭარაულების რიგით მეექვსე საგვარეულო კოშკის აღდგე
წაკითხვა
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები გრძელდება - რა ეტაპზეა რესტავრაცია
იწყება მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის საკონსე
წაკითხვა
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
საქართველოში 200-ზე მეტი სკოლა ავარიულ მდგომარეობაშია - არის თუ არა ბიუჯეტიდან გამოყოფილი სარეაბილიტაციო თანხა საკმარისი
პრობლემა, რომელიც წლებია, მოუგვარებელი რჩება. ქვეყნის მასშტაბით 200-
წაკითხვა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
ძველ თბილისში ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურულ
წაკითხვა
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
როგორი იქნება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ - რეპორტაჟი ზუგდიდიდან
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაზე 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ბაღის პროექტირება დასრულებულია, ფიზიკური სამუშაოების განმახორციელებე
წაკითხვა