საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1430

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 13:33:00

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის გაფართოება იგეგმება. 

როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა, მიწისქვეშა გაყვანილობებისა და გზის საფარის რეაბლიტაციის შემდეგ, 70-სანტიმეტრით გაიზრდება ტროტუარის ფართობი და მოხდება მისი კეთილმოწყობა. კერძოდ, ტროტუარებზე შესაძლოა, სკამები დაემატოს. ასევე საუბარი მიმდინარეობს ველობილიკების მოწყობაზეც. 

კონკრეტულად რა სახის ცვლილებებზეა საუბარი, ვიცე-მერმა საზოგადოებრივთან საუბარში აღნიშნა, რომ სპეციალისტებთან ერთად პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. 

ლაშა აბაშიძემ ასევე განმარტა, რომ პეკინის გზის რეაბლიტიაციის მთავარი მიზეზი დაზიანებული მიწისქვეშა გაყვანილობა გახდა. მისი თქმით, გზის საფარის ქვეშ წყლის დენები იყო, რაც პეკინზე მდებარე სახლებსა და გზის საფარს აზიანებდა. 

„ეს პროექტი გულისხმობს არა მარტო გზის საფარის გაკეთებას, არამედ კომუნიკაციებისაც. გზის საფარის ქვეშ იყო წყლის დენები, რომელიც აზიანებდა სახლებსა და გზის საფარს. ფაქტობრივად, ეს შიდა წყლები საძირკვლებს ურეცხავდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გამოგვესწორებინა, გაგვეკეთებინა კომუნიკაციების ნაწილი და ამის შემდეგ დაგვეწყო გზის საფარის რეაბილიტაცია. კომუნიკაციები დასრულდება არაუგვიანეს 10 აგვისტომდე და შემდეგ უკვე დაიწყება გზის საფარის მოწყობა.“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ. 

მისივე თქმით, ეს არის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც ჯამში სავარაუდოდ, 10 მლნ ლარამდე დაჯდება. ამასთან, არის როგორც მერიის ხარჯი, ასევე „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ და სხვა საკომუნიკაციო კოპანიების მხრიდან გაწეული ხარჯი. 

ტროტუარის გაფართოებაზე საუბრობს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძეც. 

„საუბარი მიდის ტროტუარის გაფართოებაზე. გზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 70 სანტიმეტრით საფეხმავლო ზოლი გაიზარდოს“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.

პროექტის ღირებულება ჯამში 10-მლნ-მდე ლარს შეადგენს. თბილისის მერიას ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე აქვს გამოყოფილი, ასევე სამი მილიონია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გაღებული ინვესტიცია. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა