საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
8104

პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 14:20:00


პეკინის ქუჩა რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პროექტზე მუშაობენ სპეციალისტები და დეტალები აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ საზოგადოებრივს განუცხადა, რომ მსჯელობა მიდის პეკინზე პარკირებისთვის გამოყოფილი ერთი ზოლის გაუქმებაზეც. 

„სატრანსპორტო საქალაქო სამსახურმა, საპატრულო პოლიციასთან აქტიური ჩართულობით, ასევე სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც არიან შემსრულებლები პეკინის რეაბილიტაციის პროცესში, მათთან ერთად შექმნა სატრანსპორტო სქემა, რომელიც იდეალურად მუშაობს. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და დაზუსტებით შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს სქემა იმუშავებდა. 

ახლა არის დაკვირვების პროცესი - ანუ რა შეიძლება მომავალში გაკეთდეს. ეს საკითხი, რომ შეიძლება პეკინის ქუჩა ყოფილიყო ცალმხრივი, ამაზე იყო ხოლმე მსჯელობები და სხვადასხვა ვერსიები. ეს შეიძლება განვიხილოთ ერთი თვის შემდეგ, ჩავატაროთ კვლევა, რა შედეგს მივიღებთ, თუ პეკინის ქუჩა იქნება ცალმხრივი. აგვისტოს შუა რიცხებში ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რა შეიძლება, რომ უკეთესი შეიქმნას პეკინი-კოსტავა-შარტავას ქუჩებზე, რომ მეტად კომფორტული გახდეს მოსახლეობისთვის გადაადგილება. რაც შეეხება იმას, გახდება თუ არა სააკაძის მოედანი ცალმხრივი, ამაზე წინასწარ საუბარი ძნელია“,- განაცხადა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფრომა მამუკა მუმლაძემ. 

პეკინის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოძრაობა პეკინის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე კოსტავას ქუჩიდან თბილისის მერიამდე,  სააკაძის მოედნიდან შარტავას გამზირამდე ცალმხრივი გახდა. ცალმხრივია ასევე მოძრაობა ჟვანიას ქუჩაზე. 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ რამდენიმედღიანი დაკვირვების შემდეგ გაჩნდა აზრი, ხომ არ გახდეს ზემოთ დასახელებული მიმართულებები ცალმხრივი. 

„რამდენიმე დღემ საზოგადოებრივი აზრი შეაჯამა, ხომ არ გახდეს ეს ქუჩები ცალმხრივი. აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს, რადგან რეალურად პრაქტიკაში დაინახეს, რომ სამარშრუტო სქემა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, ცუდი არ არის“, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.

ასევე საუბარი მიდის პარკირების სქემის შეცვლაზეც. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ქუჩიდან გამომდინარე, პეკინზე შესაძლოა ერთი ზოლი გაუქმდეს. 

„მსჯელობა მიმდინარეობს და დაკვირვების პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, პეკინის ქუჩაზე პარკირებისთვის იყო ორი ზოლი. შესაძლოა, ერთი ზოლი გაუქმდეს, თუმცა ესეც დაკვირვების შედეგია და ამას გვიჩვენებს ექსპერტთა ჯგუფის ანალიზი“,- აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა