საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
338

სახალხო დამცველს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია

ნინო ონიანი
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-20 13:01:00

საქართველოს სახალხო დამცველს თეატრალური უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დისკრიმინაციულად მიაჩნია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსისათვის (შემოქმედებითი ტურისათვის) დადგენილ წესებსა და მოთხოვნებში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის I ტურში მოწმდება, აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანთან და პიროვნულ განვითარებასთან. 

„საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. 

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ამოიღოს დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნებიდან დისკრიმინაციული ჩანაწერი და დაიცვას თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი აბიტურიენტის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა