საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
607

სკოლადამთავრებულები განაცხადის შევსებიდან 10 დღის ვადაში ატესტატს უფასოდ მიიღებენ

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-21 12:38:00

სკოლადამთავრებულებს დღეიდან, განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება საქართველოს იუსტიციის სახლში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ. 

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზნაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადეს, ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტის გაცემა კი, განაცხადის შევსებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უფასოდ მოხდება. 

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას მოუწევს საფასურის გადახდა. განაცხადის შევსებიდან ატესტატის ერთ დღეში მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, 2 დღეში დამზადების საფასური 40 ლარს შეადგენს, 3 დღისთვის გათავლისწინებულია 30 ლარი. იმ შემთხვევაში კი, თუ განმცხადებელს 5 დღეში სურს ატესტატის მიღება, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

მიმდინარე წელს 12 კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. 

ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამასთან, იუსტიციის სახლი, რიგში დგომიდან თავიდან აცილების მიზნით, მათ რეკომენდაციის სახით სთავაზობს, რომ დოკუმენტის მისაღებად 16:00-დან 18:00 საათამდე გამოცხადდენ.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა