საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
7525

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს

გურამ როგავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-22 11:16:00

ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება.

პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელში კიდევ ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ჩაირთო
ნეტო აღრიცხვის სქემით ქსელში კიდევ ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ჩაირთო
2017 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება და ქსელში მიწოდება დაიწყო ენერგოეფექტურობის ცენტრის (Energy Efficiency Centre Eec) კუთვნილმა სახურავის მზი
წაკითხვა
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება
თბილისში ქარის ენერგიის განვითარების კონფერენცია გაიმართება. ინფორმა
წაკითხვა
საქართველოში, ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდა
საქართველოში, ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდა
საქართველოში, ქარის პირველი ელექტროსადგური ამოქმედდა. ობიექტი, რომელიც სრული დატვირთვის ექსპლუატაციაში დეკემბრიდან შევა, სამი წლის განმავლო
წაკითხვა
 ქარის პირველი ელექტროსადგურების მონტაჟი დასრულდა
ქარის პირველი ელექტროსადგურების მონტაჟი დასრულდა
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურების მონტაჟი დასრულდა. პროექ
წაკითხვა
პრემიერმა ქარის პირველი ელექტროსადგური
პრემიერმა ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი“ გახსნა
საქართველოს პრემიერმა ქარის პირველი ელექტროსადგური "ქართლი“ გახსნა.
წაკითხვა