საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1669

პარლამენტში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-22 15:19:00

#განიკურნე - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეეძლოთ. 

#განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო არის გლობალური ლიდერი C ჰეპატიტთან ბრძოლის თვალსაზრისით. 

„ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს უნიკალურ პროგრამას. ეს არის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი. პირველი - არცერთი მოქალაქე, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, არ დარჩეს მკურნალობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს მიზანი მიღწეულია. მეორე მნიშვნელოვანი მიზანია, არცერთი ახალი შემთხვევა და არცერთი ახალი C ჰეპატიტის ინფექცია, რაც არის ელიმინაციის პროგრამის მიზანი. კამპანიაში „განიკურნე“ ჩართულობა, ემსახურება იმას, რომ ყველამ ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტის ინფექციაზე და შემდგომში თუ საჭიროა, ამ თანამედროვე მკურნალობით დაამარცხოს ეს ვირუსი. კარგად უნდა გვესმოდეს რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ტესტირებით იწყება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის თქმით, სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში, თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება. 

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ამ ვერაგ დაავადებაზე ჯერ არ ჩაუტარებიათ სკრინინგი და რომელიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა. სკრინინგი დაავადების ეროვნული კონტროლის ცენტრებში - თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ ტარდება. მცირე კვლევის შედეგად, თითოეულ მოქალაქეს ეძლევა შანსი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ იმკურნალოს, რომლის მკურნალობაც ძალიან ძვირი ჯდება. ეს არის პროგრამა რომელსაც საქართველო კომპანია „გილეადთან“ ერთად ატარებს და რომელიც 2020 წლამდე გაგრძელდება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

პროექტი „განიკურნე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით ტარდება, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეძღვნება. ამ პროგრამით უკვე იმკურნალა 40000-მდე ადამიანმა, საიდანაც 30 000-მა მკურნალობა დაასრულა.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
 პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი -  2018  წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018  წლის ბიუჯეტი   ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა