საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4979

ჰაბლმა გადაიღო მკვდარი გალაქტიკა, რომელიც გალაქტიკათა ევოლუციის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-22 19:31:00

კოსმოსური „ბუნებრივი ლინზისა“ და NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის შესაძლებლობების შეჯერების შემდეგ, ასტრონომებმა საკვირველი აღმოჩენა გააკეთეს — კომპაქტური, მაგრამ მასიური, სწრაფად მბრუნავი, დისკის ფორმის გალაქტიკის პირველი მაგალითი, რომელმაც ვარსკვლავების წარმოქმნა დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ შეწყვიტა.  

სამყაროს ადრეული ისტორიის ასეთი გალაქტიკის პოვნა ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ გაგებას მასიური გალაქტიკების ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ, — ამბობენ მკვლევრები. 

როდესაც ჰაბლმა გალაქტიკა გადაიღო, ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ იხილავდნენ ვარსკვლავების ქაოტურ ბურთს, რომელიც წარმოქმნილი იქნებოდა მრავალი გალაქტიკის ერთმანეთთან შერწყმის გზით. სანაცვლოდ, მათ იხილეს მტკიცებულება, რომ ვარსკვლავები დაბადებულნი იყვნენ ბლინის ფორმის დისკს შიგნით. 

ეს გახლავთ პირველი, პირდაპირ დაკვირვებადი მტკიცებულება იმისა, რომ სულ მცირე რამდენიმე ყველაზე ადრეული, ე. წ. მკვდარი გალაქტიკა, რომლებშიც ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესი შეწყდა — ირმის ნახტომის დისკის ფორმიდან როგორღაც გარდაიქმნა გიგანტურ ელიფსურ გალაქტიკად, როგორსაც მას დღეს ვხედავთ. 

ეს ყველაფერი საოცარია, რადგან ელიფსური გალაქტიკები როგორც წესი, ბებერ ვარსკვლავებს შეიცავს, სპირალურები კი ახალგაზრდა, ცისფერ ვარსკვლავებს. ფორმა უნდა შეეცვალა მინიმუმ რამდენიმე ასეთ „მკვდარ“, დისკურ გალაქტიკას. მათ არა მხოლოდ სტრუქტურა შეიცვალეს, არამედ საკუთარი ვარსკვლავებიც გადაადგილეს, რათა საბოლოოდ, ელიფსური გალაქტიკის ფორმა მიეღოთ. 

„ამ აღმოჩენამ შესაძლოა გვაიძულოს გადავხედოთ მთლიან კოსმოლოგიურ კონტექსტს ადრეულ გალაქტიკათა დაბადებისა და განვითარების შესახებ, თუ როგორ გარდაიქმნენ ისინი ელიფსურ გალაქტიკებად“, — ამბობს კვლევის ავტორი სან ტოფი კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან. „ალბათ ბრმები ვყოფილვართ იმ ფაქტის მიმართ, რომ ადრეული „მკვდარი“ გალაქტიკები სინამდვილეში დისკები ყოფილა, ჩვენ კი ამის დადასტურება უბრალოდ, არ შეგვეძლო“. 

შორეული მკვდარი გალაქტიკების წინა კვლევებმა ივარაუდა, რომ მათი სტრუქტურა შესაძლოა მსგავსი ყოფილიყო ადგილობრივი ელიფსური გალაქტიკებისა, რომლებადაც ისინი შემდეგ გარდაიქმნებიან. ამ ვარაუდის დამტკიცება იმაზე უფრო მძლავრ კოსმოსურ ტელესკოპებს მოითხოვს, ვიდრე დღეს გვაქვს. თუმცა, „გრავიტაციული ლინზირების“ ფენომენის წყალობით, წინა პლანზე მდებარე მასიური გალაქტიკათგროვები ბუნებრივი გამადიდებელი შუშის როლს ასრულებენ კოსმოსში — ადიდებს და ჭიმავს უფრო უკან მდებარე, შორეულ გალაქტიკათა ფოტოებს. ამ ბუნებრივი ლინზებისა და ჰაბლის მძლავრ ისნტრუმენტთა ერთობლივი ძალისხმევით, მეცნიერებმა მკვდარი გალაქტიკის ცენტრში შეხედვა შესძლეს.  

შორეული გალაქტიკა სამჯერ უფრო მასიურია, ვიდრე ჩვენი ირმის ნახტომი, მაგრამ ზომაში მხოლოდ მისი ნახევარია. ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპ Very Large Telescope (VLT)-ით გაზომვის შედეგად დადგინდა, რომ მისი ბრუნვის სიჩქარე ჩვენი გალაქტიკისას ორჯერ აღემატება. 

ჰაბლის  Cluster Lensing-ისა და Supernova survey-ის მონაცემების გამოყენებით, ტოფტმა და მისმა ჯგუფმა დაადგინეს ამ გალაქტიკის ვარსკვლავური მასა, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის მაჩვენებელი და ვარსკვლავების ასაკი. 

რატომ შეწყდა ამ გალაქტიკაში ვარსკვლავების დაბადება, უცნობია. შესაძლოა ამის მიზეზი გალაქტიკის აქტიური ბირთვი იყოს, სადაც ენერგიას ანთხევს სუპერმასიური შავი ხვრელი. გაზის გაცხელებისა და გალაქტიკიდან განდევნის გზით, ეს ენერგია ვარსკვლავთწარმომქმნელ პროცესს აფერხებს. შესაძლოა ამის მიზეზი ასევე იყოს გალაქტიკაში არსებული ცივი გაზის ნაკადი, რომელიც სწრაფად იკუმშება და ცხელდება, რის გამოც ვეღარ ხერხდება მისი გაციება და ვარსკვლავთწარმომქმნელ ღრუბლებად გადაქცევა. 

მაგრამ როგორ გადაიქცნენ ეს მასიური, ახალგაზრდა, კომპაქტური დისკები იმ ელიფსურ გალაქტიკებად, როგორებადაც დღევანდელ სამყაროში ვხედავთ? „სავარაუდოდ, შერწყმების შედეგად“, — ამბობს ტოფტი. თუკი ეს გალაქტიკები მცირე კომპანიონებთან შერწყმის გზით იზრდებიან და თუ ეს მცირე კომპანიოენები საკმაოდ ბევრია და კალაქტიკაში სხვადასხვა კუთხით განლაგდებიან, ეს ყველაფერი გამოიწვევს ამ გალაქტიკებში არსებულ ვარსკვლავთა ორბიტების შემთხვევითობას. იგივე მოხდება დიდი შერწყმის დროს. ვარსკვლავთა მოწესრიგებული მოძრაობა ამ შემთხვევაშიც დაირღვევა. 

აღმოჩენის შესახებ ჟურნალ Nature-ის 22 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. ტოფტი და მისი ჯგუფი იმედოვნებენ, რომ გაშვების შემდეგ, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი მსგავს გალაქტიკებს კიდევ უფრო მეტ სინათლეს შესძენს. 



მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლმა მზის სისტემაში უნიკალური ტიპის ობიექტი აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე არაერთხ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
ჰაბლმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში „კაშკაშა“ წყალი აღმოაჩინა - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის სისტ
წაკითხვა