საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2566

დეკანოზ მამალაძის ძმა - ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას, ჩვენ ვითხოვთ სასამართლო სხდომები იყოს საჯარო

თეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-06-23 11:51:00

ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეჩერებას, ჩვენ გვინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რადგან ეს საქმე ჩვენი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, სხდომები იყოს საჯარო, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა. 

პატრიარქთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების შეხვედრის აუდიოჩანაწერს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, დეკანოზ მამალაძის ძმა ამბობს, რომ დეკანოზს, პირველ რიგში, პატრიარქის პოზიცია აინტერესებს. 

„მამა გიორგი დღემდე ითხოვს ზიარებას, ითხოვს თქვენთან შეხვედრას. პირადად მამა გიორგისგანაც ვიცი და თავადაც ამას ამბობს, რომ ბევრი სათქმელი აქვს თქვენთვის. თქვენო უწმინდესობავ, როცა დაიწყო სამუშაო აუდიტთან დაკავშირებით, რაც თქვენ მას ჩააბარეთ, ამასთან დაკავშირებით სურს ბევრი რამის თქმა. დასაბუთებით დოკუმენტაციით ამასთან დაკავშირებით უნდოდა თქვენთან შეხვედრა. მისი სურვილია, რომ შეგხვდეთ და გადმოგცემთ ამ თხოვნას - იქნებ, რამდენიმე წუთით, თუ შესაძლებელი იქნება, პირადად შეხვდეთ მას. 

თქვენთან შეხვედრას იმიტომ ვითხოვდი ადვოკატებთან ერთად, რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ. საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. რადგან საქმესაც მოიტანდნენ და გაგაცნობდნენ ერთად გავიგებდით რა დევს საქმეში. რა ვითარებაში ცდილობს საქართველოს პროკურატურა მამა გიორგის ბრალი წაუყენოს, გაასამართლონ და აქედან გამომდინარე თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ შემდეგში ასეთი შეხვედრა ადვოკატებთან ერთად შეხვდნენ. 

ჩვენ მამა გიორგის შეწყალებას არ ვითხოვთ და ამაზე გიორგიც უარს ამბობს. მამა გიორგი ამბობს, რომ მართალია და დანაშაული არაფერში მიუძღვის, აქედან გამომდინარე მას შეწყალება არ სურს, რადგან შეწყალება სჭირდება იმ ადამიანს, ვინც დანაშაულს ჩადის. მამა გიორგი ამბობს, რომ მირჩევნია ციხეში ვიჯდე უკანონოდ, ვიდრე უსამართლოდ, ასე რომ ვთქვათ შეწყალებით გამომიშვან გარეთო.

სასამართლო სხდომებიც მაგიტომ დაიხურა, რომ საზოგადოებამ სრული სიმართლე არ დაინახოს, თუ რა მტკიცებულებით აპირებენ ციხეში მის ჩასმას. აცხადებდნენ, რომ ვითომდა ინტიმური ცხოვრების ვიდეომასალები არსებოდა და ამ მოტივით დახურეს სხდომა. ელემენტარული მტკიცებულება არ აქვთ, რომ მამა გიორგი ჩასვან ციხეში, იმ მძიმე ბრალდებით, რასაც აბრალებენ. ამიტომ გვინდოდა ადვოკატებთან ერთად მოსვლა და საქმის მასალებზე საუბარი. 

მე კარგად არ ვიცნობ საქმის მასალებს, იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატებს ხელი აქვთ მოწერილი გაუთქმელობაზე. გაუთქმელობა ოჯახის წევრებზეც ხორციელდება და ამ თემაზე ცოტას გვესაუბრებიან. ამიტომაც გვინდოდა ადვოკატების მოყვანა. ეს ყველაფერი ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ამას ემსახურება. ამ ყველაფრის წაღება ევროპაშიც არ გვინდა, რადგან არ გვინდა, რომ ევროპელებმა საქართველოს ეკლესიაზე იმსჯელონ“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ. 

თორნიკე მამალაძე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი მამალაძე აუცილებლად გამართლდება.

„საქმე დიდია და ეს სასამართლოები თვეობით უნდა გრძელდებოდეს და უბრალოდ მამაოს ციხეში ყოფნა ამ მომენტში მისთვის მოგეხსენებათ, ის ფიზიკურად შეუძლოდ არის: გული აწუხებს, ხერხემალი აწუხებს და აქედან გამომდინარე, ერთი თხოვნა გვექნება - ჩვენ არ ვითხოვთ შეწყალებას, ჩვენ არ ვითხოვთ საქმის შეჩერებას, ჩვენ გვინდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, რადგან ეს საქმე ჩვენი საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ეხება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, სხდომები იყოს საჯარო“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელ
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განცხადება ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს
წაკითხვა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში დი
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
პატრიარქი - ჩვენი სულიერი შვილები არიან ქართველებიც, აფხაზებიც და სხვანი მკვიდრნი აფხაზეთისა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. მიხეილ რამიშვილმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ ადვოკატის უფლებით
წაკითხვა