საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2096

თბილისში "ზიპლაინ ნარიყალა" გაიხსნა [ვიდეო]

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-23 12:33:00


თბილისში "ზიპლაინ ნარიყალა" გაიხსნა. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დღეიდან ექსტრემალებს ზიპლაინით დაშვების საშუალება ექნებათ.

ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება. 

ამ ატრაქციონის საშუალებით, ბაღის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, ნარიყალას კომპლექსიდან ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ საპარკე სივრცეში ჩამოსრიალდნენ. ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, ხოლო სიმაღლე - 30. ზიპლაინით დაშვების ფასი 30 ლარი იქნება.

გახსნას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ტურისტები და ექსტრემის მოყვარულები ესწრებიან.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი