საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2695

მეუფე თეოდორე - ყოველთვის ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, გველეშაპები ვართ და ვცდილობთ, ერთი მამა გიორგი დავახრჩოთ

გამოქვეყნებულია 2017-06-23 12:56:00

სამწუხაროდ, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ მეუფე თეოდორე ჭუაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელის აუდიოჩანაწერიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

მისი თქმით, ყველას სურვილია, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე დადგინდეს სიმართლე.

„მთავარი არის სიმართლე, ეს ყველა გვინდა და თითოეული ჩვენთაგანის სურვილია, მაგრამ ძალიან ცუდია, როცა ეს გადადის ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში. პოლიტიკოსები პოლიტიკურად იყენებენ ამას და ეკლესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ ეკლესიის საწინააღმდეგოდ. მთავარია, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ მივცეთ არავის უფლება ამ საქმით მანიპულირების. ეს არის პრობლემა, რომ ყველა იყენებს ამ საქმე სათავისოდ. არც მამა გიორგის სასარგებლოდ იყენებს არავი და არ ეკლესიის სასარგებლოდ“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისი თქმით, ეკლესიას ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, რომლებსაც სურთ ეკლესიის დისკრედიტაცია.

„ყოველთვის ამბობენ, რომ ეკლესიაში საშინელება ხდება, რაღაც გველეშაპები ვართ ჩვენ და ვცდილობთ, რომ ეს ერთი მამა გიორგი დაგვეხრჩო სულ ყველას. ჩვენ თავს არ ვიმართლებთ არასდროს. ეკლესიის წევრები არ გამოვსულვართ საჯაროდ და თავი არ გვიმართლებია. თქვენ ძალიან კარგად იცით უამრავი რამ დაიწერა თითოეულ ჩვენგანზე და არც ერთს თავი არ გვიმართლებია. თუ შევეცდებით, რომ რაღაც სამართლებრივ საკითხებში ვითანამშრომლოთ. ის, რომ  მამა გიორგის საქმე გამოიყენო ეკლესიის მტრებმა ოჯახის და თვითონ მამა გიორგის წინააღმდეგ, ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მამა გიორგის გამართლება ისევ ეკლესიის დისკრედიტაციით დაიწყო, თითქოს ეკლესიაა იმაში დამნაშავე, რომ მამამ გიორგი დაიჭირეს. რატომ ვართ ჩვენ დამნაშავე იმაში, რომ მამა გიორგი დაიჭირეს? აი, ეს ვერ გავიგე“, - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

საუბარში მამა მიქაელი ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყოველ დღე კეთდებოდეს ეკლესიის მაღალი თანამდებობის პირების საწინააღმდეგო განცხადებები.

საუბარი იმაზე, თითქოს მეუფე იაკობი და ქალბატონი შორენა არიან დაინტერესებულნი, რომ მამა გიორგი დაეჭირათ და დაეკავებინათ, ეს არ არის სიმართლე. მეუფე იაკობი  არის პატრიარქის ქორესპისკოპოსი, რომელიც სარგებლობს პატრიარქის ნდობით. თქვენ ამბობდით, რომ პატრიარქმა არ იცის რაშია საქმე ხომ დარწმუნდით, რომ იცის“, - განაცხადა მამამ მიქაელმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე დიმიტრიმ მოინახულა - რაზე ამახვილებს ყურადღებას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი
დაკავების შემდეგ გიორგი მამალაძეს დღეს პირველად შეხვდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, რომელ
წაკითხვა
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მეუფე დიმიტრი - გიორგი მამალაძე მის წინააღმდეგ საქმის ფალსიფიცირებაზე საუბრობს
მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. განცხადება ამის შესახებ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს სპატიმროში დღეს მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მოინახულებს
დეკანოზ გიორგი მამალაძეს
წაკითხვა
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციხეში დილის 10:00 საათის შემდეგ მოინახულებს
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში დი
წაკითხვა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიას ბრიუსელში ტაძარი გადაეცა
საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლა
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. მიხეილ რამიშვილმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ ადვოკატის უფლებით
წაკითხვა
სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
წმინდა სინოდი სააპელაციო პროცედურების დასრულებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ კანონიკური სამართლის ფორმატში საქმის განხილვას მიზანშეწო
წაკითხვა
ვიდრე გიორგი მამალაძის საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ დასრულებულა, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში მამალაძის საქმის განხილვა დაიწყოს
ვიდრე გიორგი მამალაძის საქმეზე სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ დასრულებულა, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, კანონიკური სამართლის ფორმატში მამალაძის საქმის განხილვა დაიწყოს
წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ იმსჯელეს. როგორც წმინდა სინოდის
წაკითხვა