საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
431

24 ივნისს, შშმ პირები რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-23 12:59:00

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ხვალ რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავენ. ორგანიზაცია "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" და "პლათფორმა ახალი შესაძლებლობების" წარმომადგენლების განმარტებით, საპროტესტო მსვლელობა პარლამენტთან გადაინაცვლებს. მათი მოთხოვნა,ა განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების ხელშეწყობა, მეტად ადაპტირებული გარემოს შექმნა და სერვისის დახვეწა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა და მის მოსაგვარებლად სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო.

 "ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ბევრი რამ შშმ პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. მაგალითად არ არის სერვისები. შინ მოვლის სერვისები არის ძალიან შეზღუდული, ის არ არის შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული. ჩვენ არ გვყვანან გამცილებლები, თუნდაც უსინათლოებისთვის. მხოლოდ თბილისში არის გამცილებლის სერვისი. ამ სერვისის ფარგლებშიც, მერიას მხოლოდ სამი გამცილებელი ჰყავს. მაშინ როდესაც ქალაქში არის რამდენიმე ასეული უსინათლო. სამი გამცილებელი არ ჰყოფნის ქალაქს არ არის ადგილებზე სერვისები, მაგალითად საავადმყოფოში, ანუ ადგილზე პერსონალ-ასისტენტები, რომლებიც იქ მისულ შშმ პირს დაეხმარებიან..კიდევ უმარავი პრობლემაა, რასაც ხვალინდელ აქციაზე ვიტყვით,"- განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა საინიციატივო ჯგუფის "პლათფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" თანადამფუძნებელმა ესმა გუმბერიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემა არსებობს განათლების კუთხითაც. ესმა გუმბერიძის განმარტებით, ინკლუზიური განათლების პროგრამა სასკოლო დონეზე ჩავარდნილია, არის კვალიფიციური კადრების სიმცირის პრობლემაც და შედეგიც მოსწავლეებისთვის შესაბისია.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
შშმ პირთა მშობლები მათთვის პენსიის დანიშვნას ითხოვენ - აპირებს თუ არა მთავრობა დაფინანსების მოდელის გადახედვას
შშმ პირთა მშობლები მათთვის პენსიის დანიშვნას ითხოვენ - აპირებს თუ არა მთავრობა დაფინანსების მოდელის გადახედვას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები მათთვის ყოველთვიური პენსიის დანიშვნას ითხოვენ. საუბარია იმ პირებზე, რომლებსაც 24-საათიანი მზ
წაკითხვა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. საპროტესტო აქციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლ
წაკითხვა
„კაცია-ადამიანი?!” შშმ პირების მონაწილეობით - პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში
„კაცია-ადამიანი?!” შშმ პირების მონაწილეობით - პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ მორიგ პრემიერას მართავს. 
წაკითხვა
შშმ პირები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ - აქცია მეტრო „რუსთაველთან“  და პარლამენტის შენობასთან
შშმ პირები საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ - აქცია მეტრო „რუსთაველთან“ და პარლამენტის შენობასთან
საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 
წაკითხვა
შშმ პირების აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა
შშმ პირების აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა
შშმ პირების აქცია რუსთველის მეტროდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან გაეროს კონვენციის შესრულ
წაკითხვა
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გაზარდოს შშმ პირთათვის აუცილებელი სერვისების რაოდენობა
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, გაზარდოს შშმ პირთათვის აუცილებელი სერვისების რაოდენობა
სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის
წაკითხვა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ჩიხურა“ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, „ჩიხურა“ ბავშვთა დღის ცენტრს ესტუმრა
2000 წელს, საქართველოს პარლამენტმა 14 ივნ
წაკითხვა
სახალხო დამცველი - სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შშმ პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას
სახალხო დამცველი - სახელმწიფო კვლავაც ვერ ახერხებს შშმ პირთა უფლებების სათანადოდ რეალიზებას
სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გა
წაკითხვა