function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
შშმ პირების აქცია რუსთველის მეტროდან საქართველოს პარლამენტის შენობასთან გრძელდება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან გაეროს კონვენციის შესრულებასა და მათი პრობლემებით დაინტერესებას ითხოვენ. აქციას რამდენიმე პროფილური არასამთავრობო ორგანიზაცია, „თეთრი ხმაურის მოძრაობა" და „აუდიტორია 115-ის" წევრები შეუერთდნენ.
პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა ცარიელი ეტლები მოიტანეს, რომელზე დაჯდომის საშუალებაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. ამ ფორმით, მათ მოქალაქეებს საშუალება მისცეს, თავად გამოეცადათ, რა პრობლემების წინაშე არიან შშმ პირები ქალაქში გადაადგილების დროს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობამ უნდა აწარმოოს შესაბამისი სტატისტიკა, უნდა გამოასწოროს უსინათლოთა ინკლუზიური განათლების პროგრამა და ქალაქებში მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებმა ძირითადი უფლებებით სარგებლობა შეძლონ, მათ შორის -ქალაქში გადაადგილება.