საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3146

3 ათასზე მეტი კამერის დამონტაჟების შემდეგ, შსს პირველ სამ თვეში ვიდეოჯარიმების ზრდას ელოდება

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-28 18:23:00

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 000 ათასზე მეტი ვიდეოკამერის დაყენება იგეგმება. კამერების დამონტაჟების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი სამი თვის განმავლობაში, მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმების გაზრდას ელოდება.

როგორც ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა, დღეის მდგომარეობით, წელიწადში 300 ათასი ვიდეოჯარიმა ფიქსირდება და სტატისტიკურად, ყოველი 100 ჯარიმიდან მხოლოდ 70-ის ჩაბარება ხდება. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განმარტა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა სწორედ იმ მოტივით ხდება, რომ ვიდეოჯარიმების გადახდა უფრო ინტენსიურად მოხდეს. მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის დამრღვევ მძღოლს ჯარიმის შესახებ ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაეგზავნება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროგრესული ინიციატივა მთავრობის მხრიდან - ვიდეოჯარიმის აღსრულების ახალი წესი შემოდის, რომელიც გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე. 

საუბარია იმაზე, რომ, როდესაც ვიდეოკამერა დააფიქსირებს დარღვევას, პროგრამულად, ეს ჯარიმა იქნება გამოწერილი და იგივე პროგრამა მოქალაქეს, რომელმაც დაარღვია და რომლის მონაცემებიც ჩვენს ბაზაშია დაფიქსირებული, ავტომატურად გაუგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას დარღვევის შესახებ, სადაც მითითებული იქნება საჯარიმო ქვითრის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 

ამ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში მოქალაქე სარგებლობს საშეღავათო პერიოდით და თუ ამ პერიოდში გადაიხდის ჯარიმას მას ჯარიმის ოდენობა 20% შეუმცირდება. თუ ამ ხნის განმავლობაში დამრღვევი მძღოლი არ გადაიხდის, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის. თუ კი ფოსტის მიერ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაშიც მძღოლი საჯარიმო ქვითარს არ ჩაიბარებს, მაშინ სამინისტრო შესაბამის ვებგვერდზე ატვირთავს ამ საჯარიმო ქვითარს და გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება. 

ჯარიმის ჩაბარების ვადა კი ექვსი თვიდან ერთ წლამდე იზრდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონპროექტით მკაცრდება და გარდაუვალი ხდება ჯარიმის ჩაბარება, მეორეს მხრივ, გამკაცრების პარალელურად ჩვენ გარკვეულ საშეღავათო სისტემა ვთავაზობთ იმ მოქალაქეებს, რომლებიც კეთილსინდისიერად უდგებიან ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა პარლამენტში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ
წაკითხვა