საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
11193

ალექსანდრე ჯეჯელავა ბუკიკიოს განცხადებაზე - იმედგაცრუება შეიძლება, სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-29 11:56:00

იმედგაცრუება შეიძლება სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„თარგმანის ამბავია. იმედგაცრუება შეიძლება, სუსტ ზმნად გამოვიყენოთ, შეიძლება ძლიერად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო ,ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია ,რომ გადაწყვეტილება მოინახოს კონსესუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა  ჯანი ბუკიკიომ განაცხადა, რომ საქართველოში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე