საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3781

თამბაქოზე რეგულაციების ნაწილის ამოქმედება შესაძლოა, გადაიდოს

მაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-06-29 16:16:00

თამბაქოზე რეგულაციების ნაწილის ამოქმედება შესაძლოა, გადაიდოს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განუცხადა. 

კერძოდ, საუბარია კანონის იმ მუხლზე, რომელიც ბიზნესს 2018 წლის პირველი იანვრიდან ბაზარზე თამბაქოს პროდუქციის სადა შეფუთვით გამოშვებას ავალდებულებს. 

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, აღნიშნულმა ვადამ შესაძლოა 2018 წლიდან 2022 წლამდე გადაინაცვლოს, რაც ხელისუფლებაზე თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლითაა გამოწვეული. 

ლევან კობერიძის განცხადებით, ცვლილების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომლის გათვლებითაც, სადა შეფუთვის შემოღება 2018 წლიდან ქვეყნის ბიუჯეტს 40-50 მილიონით ლარით დააზარალებს. დეპუტატის თქმით, სადა შეფუთვა რეგულაციების საკმაოდ მკაცრი ფორმაა და ის ბევრ ქვეყანაში არ მოქმედებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტში მწვავე განხილვები იქნება, თუ რას ეყრდნობა აღნიშნული გათვლები. 

ამასთან, კობერიძე ამბობს, რომ პრინციპულ საკითხებში უმრავლესობა პოზიციებს არ დათმობს და მომავალი წლის მაისიდან დახურულ სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ძალაში შევა. 

საზოგადოებრივი კომენტარისთვის ფინანსთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ეს საკითხი მათთან არ განიხილება და შესაბამისად კომენტარსაც ვერ გააკეთებენ. 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიმდინარე წლის 17 მაისს დაამტკიცა. 

კანონის თანახმად, მომავალი წლის პირველი მაისიდან ყველა დახურულ სივრცეში მოწევა იკრძალება. აკრძალვა ეხება ელექტრონულ სიგარეტსა და ჩილიმსაც. 

კანონით, სიგარის მოწევა დასაშვები ხდება მხოლოდ სიგარ-ბარებში, სიგარ-ბარის გასახსნელად კი საჭირო იქნება სპეციალური ლიცენზიის მოპოვება. 

შეფუთვის ნორმებს კანონის ის მუხლი არეგულირებს, რომლის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე - კოლოფზე, ბლოკზე და კონტეინერზე და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. 

არსებული კანონით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან, თამბაქოს პროდუქცია ბაზარზე წარმოდგენილი უნდა იყოს რუხი ფერის შეფუთვით, რომელზეც ბრენდის დასახელების დატანება დაშვებულია მხოლოდ ქართული შრიფტით, ლოგოსა და მისი მაიდენტიფიცირებელი ფერების გარეშე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იაპონურმა კომპანიამ არამწეველ თანამშრომლებს დამატებით 6-დღიანი შვებულება მისცა
იაპონურმა კომპანიამ არამწეველ თანამშრომლებს დამატებით 6-დღიანი შვებულება მისცა
იაპონურმა კომპანია Piala Inc-მა კრეატიული ნაბიჯი გადადგა და არამწეველ თანამშრომლებს დამატებით
წაკითხვა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ კონფერენცია გაიმართა
თამბაქოს არალეგალური ვაჭრობის შესახებ დღეს კონფერენცია გაიმართა. ღონ
წაკითხვა
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის განხორციელება ეჭვქვეშ დგება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი - თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის განხორციელება ეჭვქვეშ დგება
თამბაქოს კონტროლის ალიანსი 9 ოქტომბერს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაგეგმილი 2018 წლის ბი
წაკითხვა
15 აგვისტოდან  გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება - რას ითვალისწინებს რეგულაციები
15 აგვისტოდან გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება - რას ითვალისწინებს რეგულაციები
15 აგვისტოდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი წლებია ელის. გადაჭარბებული ხმაური დასჯადი ხდება. 
წაკითხვა
რა რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა პარტიებმა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას - შეხვედრა გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელთან
რა რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა პარტიებმა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას - შეხვედრა გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებელთან
რა რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა პარტიებმა ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას და დეკლარაციების შევსების დროს. საკითხზე გე
წაკითხვა
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმები 2018 წლის ნაცვლად, 2022 წელს ამოქმედდება
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის ახალი ნორმები 2018 წლის ნაცვლად, 2022 წელს ამოქმედდება
თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებულ შეფუთვას
წაკითხვა
რა რეგულაციების დაწესებას აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტპროვაიდერებისთვის
რა რეგულაციების დაწესებას აპირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ინტერნეტპროვაიდერებისთვის
ინტერნეტპროვაიდერებს შესაძლოა ახალი წესების დაცვა მოუხდეთ. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მსხვილი კომპანიებისთვის რამდენიმე რეგულაცი
წაკითხვა