საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1801

სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება - რა პროცედურებია საჭირო წამლების მისაღებად

ლიზა ზუბაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-30 11:01:00


პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:

✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

✔ ფილტვის ქრონიკული დაავადებები;

✔ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

✔ დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)

მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად:

„ბენეფიციარი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი და მისი სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 0-დან 100 000-ს ჩათვლით.

✔ ბენეფიციარი მიდის ოჯახის (სოფლის) ექიმთან ან ექიმ-სპეციალისტთან, რომელიც უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა 100-ს. ექიმი უთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზს და მედიკამენტის დღიურ დოზას.

✔ ექიმი წერს რეცეპტს,სადაც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო, არაპატენტირებული დასახელება.

✔ბენეფიციარი ფორმა 100-ით, რეცეპტით და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედნით მიდის სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში, სადაც მას ერთჯერადად არეგისტრირებენ პროგრამაში

✔ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ბენეფიციარი მიმართავს PSP-ს შესაბამის აფთიაქს.

✔ აფთიაქში ბენეფიციარი წარადგენს ექიმის მიერ გამოწერილ რეცეპტს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს

✔ ბენეფიციარს შეუძლია ერთჯერადად მიიღოს მედიკამენტის სამი თვის სამყოფი ოდენობა.

✔თუ აფთიაქში მიდის ბენეფიციარის ნდობით აღჭურვილი პირი, ის დამატებით წარადგენს საკუთარ პირადობის მოწმობასაც.

✔მედიკამენტის ან დოზის ცვლილების შემთხვევაში ბენეფიციარი სოციალური მომსახურების სააგენტოში კვლავ წარადგენს განახლებულ ფორმა 100-ს და პირი ხელახლა რეგისტრირდება პროგრამაში

✔ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს
სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს
მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი. მძიმე პირობებში ის 4 შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათ არ აქვთ გაზი და
წაკითხვა
რეცეპტის გარეშე მედიკამენტების რეალიზების ფაქტზე ორი მეწარმეს ბრალი წაუყენეს
რეცეპტის გარეშე მედიკამენტების რეალიზების ფაქტზე ორი მეწარმეს ბრალი წაუყენეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ორი მეწარმე ამხილა.
წაკითხვა
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
11-16 ივლისს საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „წითელი ხიდი“ და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული (
წაკითხვა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმში ქრონიკული დაავადებებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმში ქრონიკული დაავადებებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბათუმში ქრონიკული დაავადებებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გ
წაკითხვა
ქრონიკული დაავადებების მქონე 300-ზე მეტმა პირმა პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები უკვე მიიღო
ქრონიკული დაავადებების მქონე 300-ზე მეტმა პირმა პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები უკვე მიიღო
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამ
წაკითხვა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთ ლარად საჭირო მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეუძლიათ
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთ ლარად საჭირო მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეუძლიათ
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეიდან ია
წაკითხვა
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ  სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად
ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მიღებას შეძლებენ. პროგრამაში მონაწილეთა ასაკი შეზ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო
დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებუ
წაკითხვა