საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1550

დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო

მარიამ აფციაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-06-30 16:39:00

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო - ეს განცხადება პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტი, რომელიც მათ უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სამედიცინო დაწესებულების გარეთ. პირველი ეტაპი დაიწყო სწორედ დღეს, დღეს გავრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს 100 ათასზე ნაკლები ქულა და ეს არის სადღაც 770 000 ადამიანი. საბედნიეროდ, მათგან ყველას არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ჩვენ წინასწარ გავთვალეთ ამ მედიკამენტების საჭიროება და დღეიდან დაწყებული, ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს. ის გამოუწერს შესაბამის რეცეპტს და „პე-ეს-პე“-ს ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მიიღონ საჭირო წამალი“ - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული). მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
დავთ სერგეენკო - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშოა
C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
დავით სერგეენკო - ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორის - საშუალო სიმძიმის
სოფელ
წაკითხვა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში დაჭრილი პირების მდგომარეობას დავით სერგეენკო ადგილზე ეცნობა
მარნეულში ჩავიდა საქართველოს ჯანდაცვის მი
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა
წაკითხვა
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
დავით სერგეენკო - მჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრების აქტიურ მხარდაჭერაში, კახა კალაძის მუშაობა ეფექტური იქნება
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქ
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
დავით სერგეენკო - ბაგა-ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აღენიშნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერ
წაკითხვა
სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს
სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს
მედიკამენტებით დახმარებას ითხოვს სოციალურად დაუცველი ლეილა ფეროიანი. მძიმე პირობებში ის 4 შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათ არ აქვთ გაზი და
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს  მსუბუქი დაზიანებები აქვთ
დავით სერგეენკო - ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები აქვთ
ბორჯომში დაშავებულებს მსუბუქი დაზიანებები
წაკითხვა