საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
22718

ბათუმის დელფინარიუმს ახალი ბინადარი ჰყავს - დანას შვილი შეეძინა [ვიდეო]

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-02 15:35:00


ბათუმის დელფინარიუმის ბინადარ დელფინს, მეტსახელად დანას შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას დელფინარიუმი ავრცელებს. 

„ბოლო ერთი თვეა დელფინარიუმის თანამშრომლები 24-საათიან, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. დანამ ექოსკოპიის თანახმად დადგენილ ვადაში იმშობიარა. დედა და ახალშობილი, უსაფრთხოების ნორმების გამო, ცალკე აუზში იმყოფებიან, სადაც კიდევ ერთი დედა-შვილი - ცუცა და გურუ ბინადრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

დელფინარიუმის ინფორმაციით, დანა და მისი შვილი თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილის სქესი ჯერჯერობით უცნობია. 

„ჩვეულებისამებრ, დაბადებისთანავე დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისთვის, რის შემდეგაც პატარამ, დედასთან ერთად, სინქრონული ცურვა დაიწყო. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 3 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება. 6-დან 8 თვის ასაკის შუალედში, რძესთან ერთად, პატარა თევზით კვებასაც დაიწყებს.

მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად, დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება) საგანგებო, 24-საათიან სპეცრეჟიმში მუშაობენ“, - აღნიშნავენ დელფინარიუმში. 

ბათუმის დელფინარიუმის ინფორმაციით, ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია, თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეექვსედ დაფიქსირდა.

„ეს ფაქტი ნათლად ადასტურერებს, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია განცხადებაში. 

დელფინი აფალინა (Tursiops truncatus) დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა
ბათუმის დელფინარიუმში სელაპი დაიბადა
სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, ემას და 12 წლის პედროს შვილი შეეძინათ, - 
წაკითხვა
ეკოლოგიური კატასტროფა შავ ზღვაში - რუსეთის სანაპირო ზოლსა და ოკუპირებულ აფხაზეთში დელფინების სიკვდილიანობის 170-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ეკოლოგიური კატასტროფა შავ ზღვაში - რუსეთის სანაპირო ზოლსა და ოკუპირებულ აფხაზეთში დელფინების სიკვდილიანობის 170-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
2017 წლის 19 მარტიდან 26 ივნისის ჩათვლით, რუსეთის სანაპირო ზოლზე 167 მკვდარი დელფინი იქნა ნაპ
წაკითხვა
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ორ დელფინს შორის „საუბარი“ ჩაიწერეს
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა ორ დელფინს შორის „საუბარი“ ჩაიწერეს
პირველად ისტორიაში, მკვლევრებმა შავი ზღვი
წაკითხვა
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დელფინარიუმში უმასპინძლეს
დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დელფინარიუმში უმასპინძლეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამშვიდობო მისიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილე
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ
არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმის წინააღმდეგ. ირკვევა, რომ დელფინებთან ინტერაქტივი შშმ პირებისთვის უფრო ძვირი ღირს და ისინი ა
წაკითხვა
ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო
ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. სამა
წაკითხვა
ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
ბათუმის დელფინარიუმში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ სამართალდამცველები ბათუმის დელფინარიუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს. 
წაკითხვა
ალისა და ნინოს სკულპტურა, შესაძლოა, გადაიტანონ - ქანდაკებას ფუნდამეტი ეცლება
ალისა და ნინოს სკულპტურა, შესაძლოა, გადაიტანონ - ქანდაკებას ფუნდამეტი ეცლება
სტიქიის მძიმე კვალი შავი ზღვის სანაპიროზე - განთავსებიდან ხუთი წლის შემდეგ, ალისა და ნინოს მოძრავ სკულპტურას, შესაძლოა, ადგილი შეუცვალონ. 
წაკითხვა