საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1142

„ბიჯეო ჯგუფი“ ორ კომპანიად გაიყო

გიორგი გიგანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-03 17:00:00

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. ერთი - „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ საბანკო სფეროში განაგრძობს მოღვაწეობას, მეორე კომპანია - „ბიჯეო ინვესტმენტსი“ კი საინვესტიციო კომპანია იქნება. ორივე კომპანიას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო მართავს. 

გაყოფის მიზეზად „ბიჯეო ინვესტმენტის“ დირექტორი ირაკლი გილაური ორივე მიმართულების სწრაფ ზრდას ასახელებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება არ უკავშირდება მოსალოდნელ ახალ რეგულაციას, რომელიც ჰოლდინგური კომპანიებისა და საბანკო სფეროს სრულ გამიჯვნას გულისხმობს და ეს მენეჯმენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა.

მენეჯმენტის განცხადებით, კომპანიის გაყოფამ დადებითად იმოქმედა ინვესტორებზე. ლონდონის ბირჟაზე კომპანიის აქციები 3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საინვესტიციო კომპანია ნახევარი მილიარდი დოლარის კაპიტალით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა სფეროში კიდევ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. 

„იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მიგვაჩნია, რომ მათი შემდგომი ზრდისთვის, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად განვითარება ყველაზე სწორი გზაა. ეს შესაძლებლობას მიცემს როგორც საქართველოს ბანკს, ისე „ბიჯეო ინვესტმენტს“, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი მომგებიანი პოზიციონირება და მაქსიმალურად აითვისონ პოტენციალი გრძელ ვადაში. მიგვაჩნია, რომ ეს ორი მიმართულება დამოუკიდებლად კიდევ უფრო მეტად განვითარდება, დამატებით - „საქართველოს ბანკს“ კი ექნება შესაძლებლობა, კვლავ აქტიურად იმუშაოს კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით“, - განაცხადა „ბიჯეო ინვესტმენტის“ დირექტორმა ირაკლი გილაურმა. 

ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება კომპანიის აქციონერთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. შემდგომ პროცესი რამდენიმე თვეს გასტანს და სავარაუდოდ 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. თავი მოიკლა - რას ჰყვებიან  თვითმხილველები
პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. თავი მოიკლა - რას ჰყვებიან თვითმხილველები
წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილია პირი, რომელიც ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა. როგორც თვითმხილვე
წაკითხვა
თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ ორი პირი შეიჭრა, ერთმა გაქცევა მოახერხა
თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკში“ ორი პირი შეიჭრა, ერთმა გაქცევა მოახერხა
თვითმხილველის ინფორმაციით, „საქართველოს ბ
წაკითხვა
„საქართველოს ბანკი“ წერეთლის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ბანკი“ წერეთლის ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს ბანკი“ მის ერთ-ერთ ფილიალში ყაჩაღობის მცდელობაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 
წაკითხვა
შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც “საქართველოს ბანკის “ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა
შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც “საქართველოს ბანკის “ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაცის, რომ მამაკაცმა, რომელმაც “საქ
წაკითხვა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც  “საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც
წაკითხვა
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა თავი მოიკლა [ვიდეო]
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა თავი მოიკლა [ვიდეო]
შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წე
წაკითხვა
ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა
ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია გაიმართა.ბანკებისგა
წაკითხვა
„არა კაბალურ ხელშეკრულებებს“ - ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„არა კაბალურ ხელშეკრულებებს“ - ქუთაისში, „საქართველოს ბანკთან“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„არა კაბალურ ხელშეკრულებებს“, „დასრულდეს
წაკითხვა