საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1998

ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-05 19:47:00

როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომლებიც იმდენად სწრაფად გადაადგილდებიან, რომ ირმის ნახტომიდან გაქცევაც კი შეუძლიათ — სინამდვილეში, სხვა, ჩვენი გალაქტიკის გარშემო მოძრავი პატარა გალაქტიკიდან არიან გამოქცეულნი. 

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Sloan Digital Sky Survey-ს მონაცემები და კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს, რათა ეჩვენებინათ, რომ ეს ვარსკვლავური მორბენლები წარმოშობით მაგენალის დიდი ღრუბლიდან იყვნენ — ჯუჯა გალაქტიკიდან, რომელიც ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობს. 

სწრაფად მოძრავმა ვარსკვლავებმა, რომლებსაც ჰიპერსიჩქარიან ვარსკვლავებს უწოდებენ, თავიანთ მშობლიური გალაქტიკიდან გაქცევა შესძლეს, რისი მიზეზიც გახდა ბინარული სისტემის ერთ-ერთი ვარსკვლავის აფეთქება — მოვლენა, რომლის შედეგადაც აფეთქებული ვარსკვლავი თავის კომპანიონს იმხელა სიჩქარეს ანიჭებს, რომ ამ უკანასკნელს შეუძლია დაძლიოს მაგელანის დიდი ღრუბლის გრავიტაცია და შემდეგ, ირმის ნახტომის გრავიტაციის მახეში აღმოჩნდეს.  

კვლევის შედეგები Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.  

ასტრონომები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავები, რომლებიც დიდი ცისფერი ვარსკვლავები არიან, შესაძლოა ირმის ნახტომის ცენტრიდან,  სუპერმასიური შავი ხვრელის მიერ ყოფილიყვნენ გამოტყორცნილი. სხვა სცენარებს შორის იყო დაშლილი ჯუჯა გალაქტიკები და ქაოტური ვარსკვლავთგროვები, რომელთაც ასევე შეეძლოთ ამ ვარსკვლავთათვის მსგავსი სიჩქარის მინიჭება. თუმცა, სამივე მექანიზმი წარუმატებელი აღმოჩნდა აეხსნა, თუ რატომ არიან ეს ვარსკვლავები ცის მხოლოდ კონკრეტულ ნაწილში. 

ამ დროისათვის, დაფიქსირებულია 20-მდე ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავი, ჩირითადად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, მაგრამ შესაძლოა, მრავალი ისეთიც იყოს, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროდან დაიმზირება. 

„ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავების თავდაპირველი ახსნა არ მაკმაყოფილებდა“, — ამბობს კემბრიჯის ასტრონომიის ინსტიტუტის დოქტორანტი, კვლევის ავტორი დუგლას ბუბერტი.  

„ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავები ძირითადად ლომისა და სექსტანტის თანავარსკვლავედის მიმართულებით შეინიშნება, რაც ყოველთვის გვაოცებდა“. 

ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავების ალტერნატიული ახსნის მიხედვით, ისინი ბინარული სისტემიდან გამოქცეული ვარსკვლავებია. ბინარულ სისტემებში, რაც უფრო ახლოს არიან ვარსკვლავები ერთმანეთთან, მით უფრო სწრაფად მოძრაობენ ერთმანეთის გარშემო. თუკი ერთ-ერთი მათგანი სუპერნოვად ფეთქდება, ბინარული სისტემა ინგრევა და გადარჩენილი ვარსკვლავი იმავე სიჩქარით გაიტყორცნება, რითაც ორბიტაზე მოძრაობდა. ირმის ნახტომში, მსგავსი სისტემებიდან გაქცეულ ვარსკვლავებს არ აქვთ საკმარისი სიჩქარე, რათა ჰიპერსიჩქარიან ვარსკვლავებად იქცნენ, რადგან ცისფერ ვარსკვლავებს ერთმანეთთან ასე ახლოს მისვლა შერწყმის გარეშე არ შეუძლიათ. თუმცა, ამ სიჩქარის გადაცემა ადვილად შეუძლია სწრაფად მოძრავ გალაქტიკას. 

მაგელანის დიდი ღრუბელი უდიდესი და უსწრაფესია ირმის ნახტომის გარშემო მოძრავ უამრავ სხვა ჯუჯა გალაქტიკას შორის. მას მხოლოდ ირმის ნახტომის მასის 10% აქვს. შესაბამისად, ამ ჯუჯა გალაქტიკაში გაქცეულ ვარსკვლავს ადვილად შეუძლია მისი გრავიტაციის დაძლევა და მთლიანად გალაქტიკიდან გაქცევა. მაგელანის დიდი ღრუბელი ირმის ნახტომის გარშემო 400 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს და შესაბამისად, მოძრავი მატარებლიდან გასროლილი ტყვიასავით, ამ გაქცეულ ვარსკვლავთა სისწრაფე მათი გამოგდების სიჩქარისა და მაგელანის დიდი ღრუბლის სიჩქარეთა ჯამის ტოლია. ეს კი საკმარისია, რათა ისინი ჰიპერსიჩქარიან ვარსკვლავებად იქცნენ. 

„ეს ვარსკვლავები უბრალოდ მოძრავი მატარებლიდან გადმოხტნენ, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ისინი ჩქარა მოძრაობენ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი რობ იზარდი. 

„ეს ყველაფერი ასევე ხსნის მათ განლაგებას ცაზე, რადგან უსწრაფესი გაქცეულები გამოგდებულნი არიან მაგელანის დიდი ღრუბლის ორბიტის გასწვრივ, ლომისა და სექსტანტის თანავარსკვლავედების მიმართულებით“. 

მკვევრებმა Sloan Digital Sky Survey-ს მონაცემები და კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს, რათა შეექმნათ მოდელი, თუ როგორ შეეძლოთ სუპერსიჩქარიან ვარსკვლავებს მაგელანის დიდი ღრუბლიდან გაქცევა და ირმის ნახტომში შემოჭრა. გარა ამისა, მათ ასევე მოახდინეს მაგელანის დიდი ღრუბლის ვარსკვლავების დაბადებისა და სიკვდილის მოდელირება გასული ორი მილიარდი წლის განმავლობაში. შედეგად, შენიშნეს ყველა გაქცეული ვარსკვლავი. შემდეგ სიმულაციაში, რომელიც მაგელანის დიდი ღრუბლისა და ირმის ნახტომის გრავიტაციასაც მოიცავდა, მოხდა გაქცეული ვარსკვლავების ორბიტების დადგენა მათი გამოგდების შემდეგ. სიმულაციებმა მკვლევრებს შესაძლებლობა მისცა დაედგინათ, თუ ცის რომელ ნაწილში შეიძლება ვეძებოთ მაგელანის დიდი ღრუბლიდან გამოქცეული ვარსკვლავები. 

„ჩვენ პირველებმა შევქმენით მაგელანის დიდ ღრუბელში გაქცეული ვარსკვლავების გამოტყორცნის სიმულაცია; ჩვენი პროგნიზის მიხედვით, ცაზე 10 000 ასეთი გაქცეულია“, — ამბობს ბუბერტი. მაგელანის დიდი ღრუბლიდან გაქცეული სიმულირებული ვარსკვლავების ნახევარს საკმარისი სიჩქარე აქვთ, რათა ირმის ნახტომის გრავიტაციასაც გაექცნენ, რის შედეგადაც, ისინი ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავები ხდებიან. თუკი აქამდე ცნობილი ჰიპერსიჩქარიანი ვარსკვლავები გაქცეული ვარსკვლავები არიან, კარგად აიხსნება ცაზე მათი განლაგებაც. 

მასიური ცისფერი ვარსკვლავები, ასობით მილიონი წლის შემდეგ, სიცოცხლეს ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად კოლაფსირებით ასრულებენ; იგივე ბედი ელით გაქცეულ ვარსკვლავებსაც. სიმულაციებში, გაქცეულ ვარსკვლავთა უმეტესობა, მაგელანის დიდი ღრუბლიდან გამოგდების შემდეგ, „გზაში“ მოკვდა. სიკვდილის შემდეგ წარმოქმნილი ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები გზას აგრძელებენ და შესაბამისად, 10 000 გაქცეული ვარსკვლავის გარდა, მკვლევრები ასევე პროგნოზირებენ მილიონ გაქცეულ ნეიტრონულ ვარსკვლავსა და და შავ ხვრელებს, რომლებიც ირმის ნახტომისკენ მოჰქრიან. 

„სულ მალე გვეცოდინება, მართლები ვართ თუ ვცდებით“, — ამბობს ბუბერტი.  

„მომავალ წელს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრი გაია მოგვაწვდის მონაცემებს მილიარდობით ვარსკვლავის შესახებ და იქ იქნება ჰიპერსიჩქარიან ვარსკვლავთა კვალიც, ლომისა და სექსტანსის თანავარსკვლავედებს შორის“. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა