საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3901

ლევან გოგიჩაიშვილი - ონლაინ კაზინოებზე წვდომა უნდა შეიზღუდოს

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-06 12:35:00

„ონლაინ კაზინოებზე წვდომა უნდა შეიზღუდოს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა. 

პარლამენტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც ელექტრონული აზარტული თამაშების აკრძალვაზე საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, შეხვედრას მართავს, სადაც ბოლო წლებში აღნიშნულ თამაშებში ჩართული მოქალაქეების სტატისტიკა, ბიზნესის ბრუნვა და შემოსავალი წარადგინეს. 

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ონლაინ აზარტული თამაშების მომხმარებლებს კონტროლს გაუწევს. 

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსგავსმა პროდუქტმა საქართველოში ოჯახების უმრავლესობა დაღუპა და გახშირდა სუიციდის ფაქტები. 

გარდა ამისა, დეპუტატის განცხადებით, უნდა შეიზღუდოს საერთაშორისო სერვერებზე წვდომა, რომლის საშუალებით, 200 მილიონი დოლარი საერთაშორისო სერვერებზე გაედინება. 

„საერთო ჯამში, ონლაინ ბიზნესში 800 მილიონზე მეტი შემოსავალია და ეს თანხები ყოველდიურად იზრდება და მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს შემოსავალი არ აქვს და ქვეყანაში პრობლემები იმატებს. რაც შეეხება ბიზნესს ამ ბიზნესით 500 მილიონს შოულობს ორი კაცი, დანარჩენი მოსახლეობა კი იღუპება. არის უკონტროლო სფერო. სახელმწიფო ვერ აკეთებს იმას, რომ დაწეროს ამ ბიზნესის შემოსავლები. ამასთან, მაღალია არასრულწლოვანთა ჩართულობა ამ თამაშებში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ონლაინ სერვისების შეზღუდვა აუცილებელია და ის მიწაზე უნდა იყოს მიმართული.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა