საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2535

დუშეთის გამგებელი - მთის ადმინისტრაციულ ერთეულებში უხვი ნალექის გამო მძიმე მდგომარეობა

თეონა მანაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-07 12:22:00

დუშეთის გამგებელი ვაჟა ჩოხელი აცხადებს, რომ მთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მათ შორის ხევსურეთში, მძიმე მდგომარეობაა შექმნილი.

საზოგადოებრივთან საუბარში ჩოხელმა რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

მისი ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს.

„მთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. მათ შორის, ხევსურეთში, შატილში. ფაქტობრივად, შატილში გზა მთლიანად მოწყვეტილია, სადაც ამჟამად, ბარისახოს საგზაო სამსახური მუშაობს. რთული მდგომარეობა გვაქვს გუდამაყრის მიმართულებითაც. მდინარეებია ადიდებული და გზებია მოწყვეტილი“, - აღნიშნა ჩოხელმა.

დუშეთის გამგებელის ცნობით, ბარისახო-შატილის გზა მოწყვეტილია.

„ადგილზე საგზაო სამსახურმა მთელი ღამე იმუშავა, მაგრამ გადაუღებელი წვიმის გამო, ისევ ისეთი მდგომარეობაა. რთული მდგომარეობა გვაქვს გუდამაყარშიც. კერძოდ, ბაკურხევის ხეობაში, სადაც გზა მთლიანად დაზიანებულია და ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხდება. იქაც მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკამ იმუშავა და კომპანია „ენერგო ტრანსი“ დაგვეხმარა, მაგრამ გადაუღებლად წვიმს და რთული მდგომარეობაა შექმნილი სოფლებში - მუგუდა და სონდა“, - განაცხადა დუშეთის გამგებელმა.

ჩოხელის თქმით, ბარისახოს თემის სოფელ ბისოში მეწყერული მოვლენებია გააქტიურებული.

„გეოლოგიურ დეპარტამენტს ვესაუბრეთ და ადგილზე გეოლოგები არიან წასულები, რომლებიც სრულ ინფორმაციას და დასკვნას მოგვაწვდიან. წვიმს და მდინარეებია ადიდებული“, - დასძინა ჩოხელმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. მეწყერსაშიშროების გამო, საფრთხე შეექმნა 18 ოჯახს, დღეისათვის 10 მათგა
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შ
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
ამ დრომდე ძლიერი წვიმა და ქარია აჭარაში. სტიქიამ რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.
წაკითხვა
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო, სამ ათასამდე აბო
წაკითხვა
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზო
წაკითხვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება
უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერ წვიმა მოსალოდნელი არ არის. 
წაკითხვა
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედ
წაკითხვა
ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა
ხარაგაულში, მდინარე ჩხერიმელამ ცენტრალური გზა დააზიანა
სტიქიამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნი
წაკითხვა