საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
907

რა ვითარებაა რაჭაში სტიქიის შემდეგ

ირმა ჭოლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-08 10:10:00

რაჭაში, მდინარე რიონში, ჩვეშურსა და ღარულაში, სტიქიის შემდეგ წყლის დონემ დაიკლო. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ქალაქ ონში ეზოები დატბორილი აღარ არის. 

სოფლებთან დამაკავშირებელი გზების აღდგენის სამუშაოები განახლდა. უკვე აღდგენილია კურორტ უწერასა და შოვს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. 

„კვლავ არ მიეწოდება ელექტროენერგია სოფლებს - ღებსა და გლოლას, რის მიზეზიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გახდა. კიდევ ერთი პრობლემა შექმნა რიონის ადიდებამ - მდინარის წყალმა წყალსადენი ჟიჟორეთის მილი დააზიანა. მილის აღდგენის სამუშაოები დილიდან დაიწყო" - განაცხადა საზოგადოებრივთან ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ.

შსს-ის ინფორმაციითსამეგრელო-ზემო სვანეთისა (ხობი) და რაჭა-ლეჩხუმის (ონი) რეგიონებში, ადიდებული მდინარეების, ღელეებისა და ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.

უამინდობამ პრობლემები შექმნა ხობში, ზუგდიდსა და ფოთში. ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა სოფელ ცაცხვში, ხეთასა და ჭალადიდში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და სავარგულები დატბორა, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისში მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს
თბილისში მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მაღაზია „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ გაქურდეს. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენი
წაკითხვა
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა - მდგომარეობას გეოლოგები სწავლობენ
სამდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი დააზარალა. მეწყერსაშიშროების გამო, საფრთხე შეექმნა 18 ოჯახს, დღეისათვის 10 მათგა
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შ
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
ამ დრომდე ძლიერი წვიმა და ქარია აჭარაში. სტიქიამ რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.
წაკითხვა
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო რამდენიმე სახლის დანგრევის საფრთხე არსებობს
ქობულეთში, სტიქიის გამო, სამ ათასამდე აბო
წაკითხვა
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის, სტიქიის ზო
წაკითხვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება
უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერ წვიმა მოსალოდნელი არ არის. 
წაკითხვა
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედ
წაკითხვა