საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
12484

პირველი ქართული თამაში, რომელიც ვირუსული გახდა - რა უნდა ვიცოდეთ

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-10 17:59:00

სულ რამდენიმე კვირაა, ჩვენი ტელეფონების აპლიკაციების რიგს თამაში - "გამოიცანი გამოსახულება" შეემატა. თამაში ვირუსულად იქცა და ჩვენს ტელეფონებშიც მარტივად აღმოჩნდა. თამაშის ლოგიკა ასეთია: შეეხე ფილებს გამოსახულების დაფარული კვადრატების გამოსავლენად. როგორც კი მიხვდები, რა არის, გამოიცანი! რაც ნაკლებ ფილებს გახსნი, მით მეტ მონეტას მიიღებ!

​თუ ვერ მიხვდები, რა იმალება კვადრატების უკან, მაშინ კონკრეტული დახმარების გამოყენება შეგიძლია: 

*გახსნა - ხსნის ერთ ფილას.

*პირველი ასო - ხსნის სიტყვის პირველ ასოს.

*ასოების წაშლა - მოაშორებს გამოუყენებელი ასოების უმეტესობას.

*შეეკითხე მეგობრებს - ეს უფასო მინიშნება გაძლევს საშუალებას გააზიარო სურათი Facebook-ზე და სთხოვო დახმარება მეგობრებს. 

*დონის გამოტოვება - გამოტოვებს ერთ თავსატეხს. შეგიძლია გამოიყენოთ ის, თუ მინიშნება ვერ დაგეხმარება და გამოცნობას ვერ შეძლებ.

​ასევე, შესაძლებელია ვიდეოს ყურება, რომელიც მონეტებს გვანიჭებს. მონეტების დახმარებით კი, უფრო მეტი კვადრატის გახსნა შეგვიძლია. თავად ეს ვიდეო სარეკლამოა და ამით თამაშის შემქმნელები თანხას გამოიმუშავებენ.

​თამაშის შემქნელი მობილური თამაშების დეველოპერული კომპანია Mobiloids-ია. კომპანიის სახელზე მრავალი წარმატებული თამაშია, მათ შორისაა Guess The Picture. სწორედ ამის ანალოგია ქართული თამაში "გამოიცანი გამოსახულება". თუმცა, აღნიშნული კომპანია თამაშებს მხოლოდ ანდროიდ სისტემებისთვის აწყობს. ქართული თამაშის IOS ვერსია, კომპანია Creative Soft-მა დაწერა. 

Mobiloids-ს ცალკე აქვს შექმნილი თამაშის საერთაშორისო ვერსია, სადაც მომხმარებლებს თამაში შეუძლიათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სხვ. ენებზე.

​კომპანიამ ცალკე თამაშად ჩაუშვა Guess The Picture-ის, იგივე "გამოიცანი გამოსახულების" ქართული და სომხური ვერსია. ქართული და სომხური ვერსია Mobiloids-ის კატალოგში უცხოურ თამაშთან ერთად არის წარმოდგენილი. 

​ამ დროისათვის ქართულ თამაშს Google Play-ზე 50 000-დან 100 000-მდე გადმოწერა აქვს. თამაშის რეიტინგი 4.8-ს უტოლდება. მომხმარებლების ნაწილს თამაში მოსწონს, თუმცა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილებასაც გამოთქვამს. მათი თქმით, თამაშში ბევრი ბარბარიზმია ჩასმული და ქართული სიტყვები დამახინჯებულად არისცწარმოდგენილი. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე