საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
554

თბილისში კონფერენცია „რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში“ მიმდინარეობს

თბილისში კონფერენცია „რელიგიის როლი ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში“ მიმდინარეობს.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს კავშირი და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრევენციის ერთ-ერთ გზად რელიგიური ორგანიზაციების გააქტიურებას ასახელებენ. 

როგორც კონფერენციაზე განაცხადეს, ადრეული, ანუ ბავშვობის ასაკში ქორწინება დღეისათვის საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. 

„ეს საზიანო პრაქტიკა, განსაკუთრებით მოზარდი გოგონებისათვის, უმეტეს შემთხვევაში ისეთი მძიმე შედეგების მომტანია, როგორიცაა სოციალური და უფლებრივი გარიყვა, საზოგადოებისგან იზოლაცია; ხოლო მოზარდობის ასაკში ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში - დედისა და ჩვილის ჯანმრთელობის რისკი. ადრეული ქორწინება ხშირად ართმევს გოგონებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეული ქორწინებისას გოგონები ოჯახში ძალადობის მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კონფერენცია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, კავშირი „21-ე საუკუნეს“ და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის თანამშრომლობით იმართება. 

კონფერენციას ესწრებიან ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო პირები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან, რელიგიათაშორისი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სახალხო დამცველი: ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
სახალხო დამცველი: ქალთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია
ტენდენცია უცვლელია, ქალთა მიმართ ძალა
წაკითხვა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ტრენინგები იწყება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ტრენინგები იწყება
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ტრენიგები იწყება. 
წაკითხვა
სამოქალაქო საზოგადოება ძალადობის პრევენციისთვის სპეციალური დანაყოფის შექმნას მოითხოვს
სამოქალაქო საზოგადოება ძალადობის პრევენციისთვის სპეციალური დანაყოფის შექმნას მოითხოვს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე სექტორიდან კიდევ ერთ თხოვნას იღებს. კავშირი ,,საფარი” მღებრიშვილის უწყებას ძალადობის პრევენციისთვის სპეცი
წაკითხვა
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით NGO-ებს სამთავრობო პოლიტიკის მიმართ შენიშვნები აქვს
ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის კუთხით NGO-ებს სამთავრობო პოლიტიკის მიმართ შენიშვნები აქვს
რამდენად დაცულია ქალი ძალადობისგან: მესამე სექტორს პრევენციის კუთხით სამთავრობო პოლიტიკის მიმართ შენიშვნები აქვს. 
წაკითხვა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლს მარჯანიშვილის თეატრმა უმასპინძლა. დადგმაში  სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი ქალბატო
წაკითხვა
სახალხო დამცველი - 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული
სახალხო დამცველი - 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული - ამის შესახე
წაკითხვა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პერუში
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია პერუში
პერუს დედაქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტიც ესწრებოდა. 
წაკითხვა
რას გულისხმობს „რესპუბლიკელების“ ინიციატივა ქალთა მკვლელობის შემთხვევებთან მიმართებით - თამარ ხიდაშელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
რას გულისხმობს „რესპუბლიკელების“ ინიციატივა ქალთა მკვლელობის შემთხვევებთან მიმართებით - თამარ ხიდაშელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ ხიდაშელმა უპასუხა „მოამბის“ კითხვებს.<
წაკითხვა