საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
8001

მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია - აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია უკვე გასცა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-13 19:44:00

აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა კიბოს სამკურნალო ახალ პრეპარატზე. 

პრეპარატი CTL019 შვეიცარულ ფარმაცევტულმა კომპანია Novartis-ს ეკუთვნის და განკუთვნილია ბავშვთა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სამკურნალოდ. FDA-ს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, მკურნალობის ამ მეთოდის სასარგებლოდ ხმა 10-0 მისცეს.  

„ვფიქრობ, ეს ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში“, — განაცხადა კომიტეტის წვერმა, ონკოლოგმა, დოქტორმა ტიმ კრაიპმა, როდესაც ჰკითეს, თუ რატომ მისცა ხმა წამლის სასარგებლოდ. 

უაღრესად პერსონალურ მკურნალობის კურსს CAR T ლიმფოციტური თერაპია ეწოდება. იგი კიბოს იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპია, კონკრეტულად კი თერაპია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღკაზმავს, რათა მან კიბოს უჯრედები შეაჩეროს. 

T ლიმფოციტური თერაპიის ქიმერული ანტიგენის რეცეპტორისათვის, CAR-T მკურნალობის ფარგლებში,  ხდება ადამიანის საკუთარი უჯრედების აღება, სხეულიდან მათი გამოტანა,  ხელახლა გადაპროგრამირება, შემდეგ კი უჯრედების უკან, სხეულში დაბრუნება, სადაც მათ კიბოს უჯრედებზე  თავდასხმა შეუძლიათ. Novartis-ის თერაპია ერთ-ერთია სისხლის კიბოს მკურნალობის ორი უახლესი მეთოდიდან, რომლებიც მიმდინარე წლის დასასრულისთვის დამტკიცდება. 

FDA-ს შეუძლია მხედველობაში მიიღოს კომიტეტის რეკომენდაცია, მაგრამ ასევე შეუძლია, მასზე უარი თქვას. Bloomberg-ის ცნობით, შვეუიცარული კომპანია აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ოქტომბრისთვის ელოდება. 

„კომიტეტის მიერ CTL019-ისათვის გაწეული რეკომენდაცია ძალიან გვაახლოებს ისტორიაში პირველ CAR T ლიმფოციტური თერაპიასთან იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, — ამბობს კომპანია Novartis-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრუნო სტრიჯინი. 

შემდეგ თვეში, FDA-სგან პასუხს ელის შეჯიბრში ჩართული კიდევ ერთი კომპანია Kite Pharma. თებერვალში, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მათი მეთოდის გამოყენების შემდეგ, 101 პაციენტის მკურნალობიდან შედეგი გამოიღო 36%-მა.  

Novartis-ის პრეპარატის შემთხვევაში, მკურნალობამ დადებითი შედეგი აჩვენა პაციენტთა 83%-ში. 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომლის წინაშეც მკურნალობის ეს მეთოდი აღმოჩნდა:  

ერთჯერადი მკურნალობა სულაც არ იქნება იაფი. ალბათ კომპანიები ფასს იმის მიხედვით განსაზღრავენ, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება პრეპარატი, მაგრამ ფასმა შესაძლოა 300 000$-ს გადააჭარბოს.  

წამლის წარმოება არც ისე ადვილია. მკურნალობის მეთოდი პერსონალიზებულია და მოითხოვს პიროვნების იჯრედების აღებას, მათ გადაპროგრამებას და შემდეგ კვლავ ორგანიზმში დაბრუნებას. კომპანია, რომელიც ამ ყველაფრის გაკეთებას სწრაფად და უსაფრთხოდ შესძლებს, უნდა გამოირჩეოდეს მოწინავე ტექნოლოგიებით. 

მომზადებულია The Washington Post-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გუგა კიბორძალიძე უზბეკურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიო ჩემპიონია
გუგა კიბორძალიძე უზბეკურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე -ჩემპიონი გუგა
წაკითხვა
ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ბათუმის ბულვარში დღეს საქველმოქმედო გარბენი მოეწყო
ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ბათუმის ბულვარში დღეს საქველმოქმედო გარბენი მოეწყო
ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ბათუმის ბულვარში დღეს საქველმოქმედო გარბენი მოეწყო. 
წაკითხვა
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი
წაკითხვა
კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ქართველი მეცნიერის კვლევა „მოამბეში“
კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ქართველი მეცნიერის კვლევა „მოამბეში“
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის კვლევის შედეგად, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი გაიზარდოს. 
წაკითხვა
აზბესტი - ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის
აზბესტი - ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის
ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის. საუბარია კარცეროგენულ აზბესტზე, რომელსაც
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები ძუძუს კიბოს საკონტროლო კვლევების დაფინანსებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები ძუძუს კიბოს საკონტროლო კვლევების დაფინანსებას ითხოვენ
სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი
წაკითხვა
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში უფასო გამოკვლევები ჩატარდება
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის მიზნით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში უფასო გამოკვლევები ჩატარდება
კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკის, ასევე, ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობის და ფართო მასების ინფორმირების მიზნით, კამპანია „ევრომელანო
წაკითხვა
სამედიცინო უნივერსიტეტში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო
სამედიცინო უნივერსიტეტში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა მოეწყო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა „კიბოს პოზიტიური იმიჯი“ მო
წაკითხვა