საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2228

„აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“ - გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს

სალომე სილაგაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-07-15 14:27:00

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს. 

ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებულმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

გიორგანაშვილის თქმით, ის არალიბერალური კანონმდებლობის მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მსგავს მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი გაიცნო.

„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო, უბრალოდ, მათ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და ძალიან ბევრმა მთხოვა, რაღაც ფორმით, მათი პრობლემა გამევრცელებინა“,- განაცხადა გიორგანაშვილმა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.

„ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სულ არის. დაკავების პროცესში ჩემი უფლებები დაირღვა.არც ოქმია ადგილზე შედგენილი, მოწმეებიც მარტო პოლიციელები არიან.

რეალურად, იქ იყო თუნდაც ტაქსისტი. შეეძლოთ ნებისმიერი გამვლელი მანქანა გაეჩერებინათ და მოწმის სახით დაესწროთ. ადვოკატი შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი არ დამიკმაყოფილეს.

რეალურად, ყველაზე მძიმე პირველი დღე იყო. აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“,- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

„თეთრი ხმაურის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში. ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა მოხშირდა და საპოლიციო სისტემაში ხარვეზებია.

„თეთრი ხმაური“ ამ საკითხზე ხელისუფლებას რეაგირებას ითხოვს.

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილს (ბახალას) აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალა და გირაოს სახით 20 000 ლარი შეუფარდა. ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

გიორგი გიორგანაშვილი რამდენიმე თვის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მას სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი იწყება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი იწყება
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგის დაწყებას ელოდებიან. 
წაკითხვა
„ქართული ოცნების
„ქართული ოცნების" ბრიფინგი იმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით თბილისში ყველა უბანი დათვლილია. ამ წუთებში "ქართული ოცნება“ ბრიფინგს მართავს. პირდაპირი ჩართ
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციური პარტიები ინსტრუქციას იძლევიან, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს
ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს ინსტრუქციას აძლევენ, რომ საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს, - ამის შესახებ
წაკითხვა
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - ბრიფინგი თაბორის მთაზე
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ - ბრიფინგი თაბორის მთაზე
საკრებულოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. პარტიის წევრებმა და  მერობის კანდიდატმა ბრიფინგი თ
წაკითხვა
ორი სპეცოპერაცია თბილისში - ფონიჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს აკავებენ
ორი სპეცოპერაცია თბილისში - ფონიჭალაში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს აკავებენ
ორი სპეცოპერაცია თბილისში - ფონიჭალაში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სამ პირს აკავებენ. ერთი ბრალდებული 70 წ
წაკითხვა
სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ - რა მოხდა თემქაზე
სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ - რა მოხდა თემქაზე
თბილისში, თემქის რაიონში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ეძებ
წაკითხვა
ორთაჭალაში წუხელ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება - არის თუ არა ცნობილი ახალი დეტალები
ორთაჭალაში წუხელ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება - არის თუ არა ცნობილი ახალი დეტალები
ორთაჭალაში წუხელ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულია თუ არა ბრალდებული და ცნობილია თუ არა მისი ვინაობა სამართალდამცავებისთ
წაკითხვა
ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ოჯახური ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით
წაკითხვა