საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
26169

დაფიქსირებულია 11 სინათლის წლის მანძილიდან მომდინარე უცნაური სიგნალები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-15 20:33:00

ასტრონომთა განცხადებით, დაფიქსირებულია უცნაური სიგნალები, რომლებიც დედამიწიდან 11 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პატარა, მკრთალი ვარსკვლავიდან მოდის.  

მკვლევრებმა იდუმალი სიგნალები 12 მაისს, არესიბოს ობსერვატორიაში დააფიქსირეს. ეს უკანასკნელი, უზარმაზარი რადიოტელესკოპია პუერტო-რიკოში. 

რადიოსიგნალები ვარსკვლავ როს 128-დან მოდის. ეს ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა. მის გარშემო პლანეტათა არსებობის შესახებ, ჯერ არაფერია ცნობილი. არის მზეზე დაახლოებით 2800-ჯერ მკრთალი. 

პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის ასტრობიოლოგის, აბელ მენდესის განცხადებით, ვარსკვლავზე დაკვირვება 10 წუთი მიმდინარეობდა, რა დროსაც დაფიქსირდა „თითქმის პერიოდული“ სიგნალი. 

მენდესის თქმით, ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს სიგნალები არამიწიერ ცივილიზაციას ეკუთვნოდეს, მაგრამ იქვე შენიშნავს, რომ გამორიცხული არაფერია. 

„არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის (SETI) ჯგუფს ამ სიგნალის შესახებ უკვე ვაცნობეთ“, — მისწერა მენდესმა გამოცემა Business Insider-ს იმეილზე.  

არესიბოს ტელესკოპი კარგადაა ცნობილი თავის ძალისხმევით არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების საქმეში, თუმცა დიდებული წვლილი შეაქვს შორეულ გალაქტიკათა და ახლომდებარე ასტეროიდთა ძიებაშიც. 

მენდესი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, ეს სიგნალი რაღაც ისეთს ეკუთვნის, რაც ადამიანებმა გაუშვეს კოსმოსში, მაგალითად თანამგზავრს, რომელიც დედამიწიდან ათაოსბით კილომეტრის მანძილზეა წასული. 

„არესიბოს ხედვის არეალი საკმაოდ ვრცელია, ამიტომ, არის შესაძლებლობა, რომ სიგნალი მოდიოდეს არა ვარსკვლავიდან, არამედ სხვა ობიექტიდან, რომელიც მის ხაზზეა განლაგებული. იმ სიხშირეს, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ, ზოგიერთი საკომუნიკაციო თანამგზავრი გამოყოფს“, — ამბობს მენდესი. 

თუმცა, 12 ივლისის ბლოგ-პოსტში, მენდესი როს 128-ის საიდუმლოს შესახებ წერდა: „არასოდეს გვინახავს, თანამგზავრები მსგავს იმპულსებს გამოყოფდნენ“ და იქვე, სიგნალს „ძალიან განსაკუთრებულს“ უწოდებს. 

კიდევ ერთი შესაძლო ახსნაა ვარსკვლავურ აღგზნება ანუ ენერგიის ამოფრქვევა ვარსკვლავის ზედაპირიდან. მზიდან წამოსული ასეთი იმპულსები სინათლის სიჩქარით მოძრაობს და გამოყოფს მძლავრ რადიოსიგნალებს, რომლებსაც შეუძლია დააზიანოს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები და კომუნიკაციები, ასევე საფრთხეში ჩააგდოს ასტრონავტები. 

მზის აღგზნებების გამოწვევა ასევე შეუძლია უფრო ნელა მოძრავ, მაგრამ უფრო ენერგიულ კორონალური მასების ამოტყორცნას: მზის ნაწილაკთა წარღვნას, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი, წარმოქმნას გეომაგნიტური შტორმები, დააზიანოს ელექტროსადგურები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები. 

იმის შესამოწმებლად, კიდევ მოდის თუ არა სიგნალები, მენდესის განცხადებით, არესიბო როს 128-სა და მის შემოგარენს კიდევ მრავალჯერ დააკვირდება. 

„წარმატება იქნება თუ სიგნალს კვლავ ვიპოვით ვარსკვლავში და არა მის შემოგარენში. თუ სიგნალს ვეღარ დავაფიქსირებთ, საიდუმლო უფრო გაღრმავდება. არ ვართ დარწმუნებული, რომ ამ საიდუმლოს ფსკერამდე ჩასაღწევად შემდეგი დაკვირვება საკმარისი იქნება, რადგან შესაძლოა ეს მოვლენა იშვიათი იყოს“. 

სამწუხაროა, რომ ზუსტად ახლა, არ მუშაობს ჩინეთში მდებარე მსოფლიოს უდიდესი რადიოტელესკოპი FAST-ი, რომელიც კალიბრაციას გადის. 

SETI-ს ინსტიტუტის უფროსმა ასტრონომმა, სეტ შოსტაკმა დაადასტურა, რომ „ჯგუფი კარგად ინფორმირებულია ამ სიგნალების შესახებ“ და შესაძლოა მათ შესამოწმებლად კალიფორმიის მძლავრ ტელესკოპთა წყება Allen Telescope Array გამოიყენონ.  

„ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს სიგნალები დედამიწისეული წარმოშობის იყოს; მსგავსი შემთხვევა მრავალჯერ გვქონია“, — მისწერა სოშტაკმა გამოცემა Business Insider-ს იმეილზე.  

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
წითელი ჯუჯას მიმართულებიდან მომდინარე უცნაური სიგნალის საიდუმლო ამოხსნილია
მაისში, ასტრონომებმა
წაკითხვა
გიგანტი ვარსკვლავის მტვერში დამალული წითელი ჯუჯა აღმოაჩინეს
გიგანტი ვარსკვლავის მტვერში დამალული წითელი ჯუჯა აღმოაჩინეს
ჩვენს მზეზე 500-ჯერ დიდი ვარსკვლავი CW ლეონისი დედამიწიდან 300 სინათლის წლის მანძილზე, ლომის
წაკითხვა
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
„Wow!“ სიგნალის 40-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
1977 წელს ადამიანთა სმენას პირველად მისწვ
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია ჩვენი გალაქტიკის გარედან მოსული ექვსი იდუმალი რადიოსიგნალი
ჯერ კიდევ მარტში, მეცნიერებმა რადიოსიგნალ
წაკითხვა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
დაფიქსირებულია იდუმალებით მოცული მძლავრი სიგნალი, რომელმაც სამყაროს სტრუქტურის შესახებ მრავალი ცნობა მოიტანა
მეცნიერებმა დააფიქსირეს ყველაზე ძლიერი, ს
წაკითხვა