საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1194

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავარიის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს

გამოქვეყნებულია 2017-07-16 19:10:00

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. 

ამის შესახებ საზოგადოებრივს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

​მათივე ცნობით, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

თურქეთში ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.  ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა.

ამ დროისთვის თურქეთის კლინიკაში ოთხი დაშავებული რჩება.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საავადმყოფოში რჩებიან ავტობუსის მძღოლი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე ანსამბლის ხელმძღვანელი თავის ტვინის დაზიანებით, ერთ-ერთი მშობელი, რომელიც კიდურის დაზიანებით იმყოფება სტაციონარში. ერთ-ერთი ბავშვის დედას კი ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვების მდგომარეობა კი სტაბილურია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თურქეთის პოლიციამ მარმარისში სირიელი ლტოლ
წაკითხვა
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ
მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. სტატუსის მიუხედავად ისინი სოციალური შეღავათებით არ სარგებლობენ. ეს კი
წაკითხვა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საზღვარზე კონტროლი დაამყარა
ერაყის ხელისუფლებამ თურქეთთან საერთო საზღვარზე კონტროლის მოპოვება შეძლო. მანამდე აღნიშნული ტე
წაკითხვა
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ​ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ​ - ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად
თურქეთის ელჩს საქართველოში,
წაკითხვა
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი აერთიანებს არა მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, არამედ ევროპასა და აზიას
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის მომ
წაკითხვა
მამაკაცი, რომლის ცხედარი გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა
მამაკაცი, რომლის ცხედარი გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა
მამაკაცი, რომლის ცხედარი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა გონიოს საზღვაო აკვატორიაში 28 ოქტომბერს იპოვეს, თურქეთის მოქალაქე აღმოჩნდა. 
წაკითხვა
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 140 ადამიანი დააკავეს
თურქეთში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად 140 ადამიანი დააკავეს
ანტიტერორისტული ოპერაციების სერია თურქეთშ
წაკითხვა
თურქეთში “ისლამური სახელმწიფო“ წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს
თურქეთში “ისლამური სახელმწიფო“ წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს
თურქეთში „ისლამური სახელმწიფო“ წევრობაში ეჭვმიტანილი 15 პირი დააკავეს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Dogan-ი იტყობინება. 
წაკითხვა