საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1925

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური კლინიკა სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას გამართავს

გამოქვეყნებულია 2017-07-17 10:31:00

დღეს აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შპს აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო 2017-2019 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას გამართავს, რითაც სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობს. 

საქმე ეხება ანგარიშს, რომელიც 2017 წლის ივნისში, ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მოამზადა და, რომელიც კლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის შეფასებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებდა. 

როგორც ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით, არ არის ცნობილი და ბუნდოვანია, აქვს თუ არა შპს აჭარის რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოსა და შპს აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს რაიმე სტრატეგიული სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები. 

მათივე ცნობით, საქართველოში არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი საავადმყოფო გასხვისდა. 

„ანგარიშის პასუხად, ორივე დაწესებულება სტრატეგიული განვითარების 3-წლიანი გეგმის პრეზენტაციას გამართავს, ეს არის გეგმა, რომელიც ორივე დაწესებულებას გასხვისებიდან ორ თვეში უკვე ჰქონდა შემუშავებული. 

პრეზენტაციებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფსიქიატრიაში წამყვანი სპეციალისტები დაესწრებიან. 

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს 11:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე