საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1304

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება

გამოქვეყნებულია 2017-07-18 20:10:00 განახლებულია 2017-07-19 18:07:00


ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტული ზონა ხდება. მსოფლიო დონის ატრაქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. 

კონცეფციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცეს, სანაოსნო ინფრასტრუქტურას, მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე (280 მ) და ექსტრემალური კომპონენტების შემცველ რამდენიმე ატრაქციას. 

განვითარების კონცეფციის თანახმად, კაშხლის გამოყენება ასევე შესაძლებელია სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებისთვის. 

ტურისტული ზონის სამშენებლო-ინფრასტრუქტურული მოწყობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოების შემდეგ კი დასაქმებულთა რიცხვი 300-მდე გაიზრდება. წინასწარი გათვლებით, ენგურის ტურისტული ზონა წელიწადში 400 000-მდე ტურისტს მოემსახურება. 

სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის მოსაძიებლად, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 4 სექტემბრიდან ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

ტურისტული ზონის პროექტირება, რომლისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ერთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
„ანაკლია სითის“ პრეზენტაცია ბიზნესასოციაციაციის ოფისში
„ანაკლია სითის“ პრეზენტაცია ბიზნესასოციაციაციის ოფისში
ანაკლია პორტის და ანაკლია
წაკითხვა
როდის ამოქმედდება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა
როდის ამოქმედდება საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა
როდის ამოქმედდება საქართველოში დაგროვებით საპენსიო სისტემა? - ამ წუთებში მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შესაბამისი კანონპროე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა