საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
12214

რატომ ვერ ვპოულობთ არამიწიერ ცივილიზაციებს - რეალური მიზეზი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-18 21:24:00

მხოლოდ ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომში, 100-400 მილიარდი ვარსკვლავია, რომელთაგან თითოეულს, პოტენციურად ჰყავს პლანეტები. დაკვირვებად სამყაროში, სავარაუდოდ სულ მცირე 2 ტრილიონი ასეთი გალაქტიკაა, რომელთაგან თითოეულში თავმოყრილია მილიარდობით ვარსკვლავის გარშემო მოძრავი ტრილიონობით პლანეტა. 

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცოტაა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა, ამდენ პლანეტაში აუცილებლად იქნება ისეთიც, სადაც გონიერი სიცოცხლე არსებობს. 

მაგალითად, გამოცემა Business Insider-ის მიხედვით, ჩვენი გალაქტიკის პლანეტათა 0,1% სიცოცხლისათვის ხელსაყრელი უნდა იყოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მილიონობით პლანეტაზე უნდა ყვაოდეს. 

ასეთმა ციფრებმა, ნობელის პრემიის ლაურეატი, ფიზიკოსი ენრიკო ფერმი აიძულა არამიწიერ სიცოცხლესთან მიმართებაში დაესვა კითხვა: „სად არიან ისინი?“ შემდეგში ეს შეკითხვა ფერმის პარადოქსის სახელით გახდა ცნობილი; გაჩნდა მრავალი შესაძლო პასუხიც

პასუხებს შორის ერთ-ერთია „დიდი ფილტრის“ ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, მანამ, სანამ გონიერ სიცოცხლეს თავისი მშობლიური პლანეტის დატოვების შესაძლებლობა მიეცემა, მას დაბრკოლებას უქმნის გარკვეული სახის კედელი — ე. წ. დიდი ფილტრი. 

ევოლუციური პერსპექტივიდან, არსებობს რამდენიმე გარდამავალი მომენტი, როდესაც ჩვენის მსგავსი ნებისმიერი პლანეტა უნდა დაეუფლოს დანარჩენ სამყაროსთან კომუნიკაციის ხელოვნებას. შესაძლოა გარკვეული რაღაც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზევე მოხდეს, ჩვენს შემთხვევაში კი, ევოლუციის ამ ეტაპზე, შესაძლოა უკვე ამ ფილტრის წინააღმდეგ მივდიოდეთ.  

კლიმატის ცვლილება, ასე გაგრძელების შემთხვევაში, თანდათანობით გაანადგურებს სიცოცხლეს დედამიწაზე. გასული 12 000 წლის განმავლობაში, დედამიწაზე არსებულმა გამორჩეულად სტაბილურმა კლიმატმა ადამიანთა ცივილიზაციას გაფურჩქვნისკენ უბიძგა, სარგებელი მისცა სოფლის მეურნეობისგან და თანდათანობით ინდუსტრიალიზაციისაკენ წაიყვანა (ბედის ირონიაა, რომ შეიძლება სწორედ ამ უკანასკნელმა გაგვანადგუროს). 

ერთ-ერთი ბოლო კვლევა გამოარჩევს სახეობათა იმ რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ყველაზე დიდი ალბათობით გადაურჩებოდა კლიმატის ცვლილებით განადგურებული პლანეტის სისასტიკეს. მათ შორის ერთ-ერთია სწრაფი რეპროდუქციული ციკლი. შესაბამისად, ადამიანი ქმნილებათა ის ტიპია, რომელიც აშკარად ვერ გადარჩება.  

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სხვა პლანეტებზე ყველაფერი ამ გზით არ განვითარდებოდა, შესაძლებელია, რომ იმ პლანეტებზე ბევრი დაბრკოლება იყოს სიცოცხლისათვის, რომლებიც სხვა ცივილიზაციებმა ვერ გადალახონ. 

New York Magazine-ში დევიდ ვალას-ველსი წერს: „მრავალი მილიარდი წლის ასაკის სამყაროში, სადაც ვარსკვლავური სისტემები ერთმანეთისგან უზარმაზარი დროითა და სივრცით არიან დაშორებული, შესაძლოა ცივილიზაციები აღმოცენდეს, განვითარდეს და შემდეგ საკუთარი თავი გაანადგურონ, თანაც ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდეს, რომ ერთმანეთი ვერც იპოვონ... მასობრივი გადაშენების ეპოქა, რომელშიც ამჟამად ვცხოვრობთ, ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო. შესაბამისად, წინ გველის გაცილებით მეტი სიკვდილი“. 

ფერმის პარადოქსზე განსხვავებული პასუხები აქვთ სხვა მოაზროვნეებს, ზოგიერთი მათგანი გაცილებით უფრო დეპრესიულია.  

ოქსფორდის ნეირომეცნიერი ანდრეს სანდბერგი, ბელგრადის ასტრონომიული ობსერვატორიის წევრი მილან ჩირკოვიჩი და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი სტიუარტ არმსტრონგი ვარაუდობენ, რომ არამიწიერი ცივილიზაციები არა გადაშენებული, არამედ მიძინებული არიან და სამყაროს გაციებას ელიან

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორის, ზაზა ოსმანოვის მოსაზრებით კი, უცხო ცივილიზაციათა მეგასტრუქტურებს ამ დრომდე იმიტომ ვერ მივაკვლიეთ, რომ მათ არასწორ ადგილას — ვარსკვლავთა გარშემო ვეძებთ, როცა სინამდვილეში, ისინი პულსართა გარშემო უნდა ვეძებოთ

კიდევ ერთ შესაძლებლობას გვთავაზობს ფიზიკოსი ბრაიან კოქსი —გამაფრთხილებელ ამბავს როგორც ჩვენი საკუთარი, ისე სხვა ცივილიზაციებისათვის: 

„შესაძლებელია, რომ მეცნიერებისა და ინჟინერიის ზრდამ გამოიწვიოს მრავალგვარი პოლიტიკური გამოცდილების განვითარება, რაც თავის მხრივ, განადგურების საფუძველი გახდეს“, — ამბობს კოქსი. 

თუკი გონიერი სიცოცხლე საკუთარი თავის უნებლიე გადაშენებას გამოიწვევს მაშინვე, როგორც კი საკმარის განვითარებას მიაღწევს, ფიზიკოსების აზრით, „ჩვენ შესაძლოა სწორედ ამ პოზიციას ვუახლოვდებოდეთ“. 

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა