საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2007

გიორგი კვირიკაშვილი - „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა

თეა ბითაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-19 18:32:00

„ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა "ენგურჰესის" ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იწყება მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ში არსებობს. 

"იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის ანალოგიც მსოფლიოში მხოლოდ ერთია, კერძოდ, აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ჰუვერის ჰიდროელექტროსადგური, სადაც ასევე არსებობს მნიშვნელოვანი ტურისტული კომპლექსი. საქართველოს მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ენგურჰესის ტურისტული ცენტრი ნამდვილად იქცევა საქართველოს სავიზიტო ბარათად. მოგეხსენებათ, დღევანდელი მსოფლიო უდიდეს ყურადღებას უთმობს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და გადარჩენას. სწორედ ამ პროექტის ხორცშესხმით გვეძლევა დღეს საშუალება, ჩვენც მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი ინდუსტრიული მემკვიდრეობა და მეტიც, ღირსშესანიშნაობად ვაქციოთ იგი. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველა თვალსაზრისით სრულიად განსაკუთრებული, უნიკალური „ენგურჰესის“ შენობა, რომლის თაღოვანი კაშხალი სიდიდით მეორეა მსოფლიოში და, შესაბამისად, ნამდვილად იმსახურებს ინდუსტრიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა. 

მისივე თქმით, "ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრის პროექტის კონცეფციის თანახმად, რომელიც მრავალი ადამიანის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგია, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი. 

"მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო​ სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280- მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე - კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის. პროექტის განხორციელების სტრატეგია ევროპის წამყვან კომპანიასთან - „კოკო არქიტექსთან“ და გამოცდილ ესტონელ სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა. ასევე, გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე, რისთვისაც სახელმწიფომ 2 მილიონი ლარი გამოყო. სამშენებლო სამუშაოების საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება პოტენციურ კერძო ინვესტორებთან. პროექტის მომზადებას დასჭირდება ერთი წელი, რის შემდეგაც დაიწყება უკვე სამშენებლო- ინფრასტრუქტურული სამუშაოები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტირება და მშენებლობა ერთად 5 წელს მოიცავს. 

"ჩვენ გვექნება დასრულებული უმაღლესი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი ნიმუში იქნება.  ის, რომ ენგურჰესი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის -ზემო სვანეთის უმნიშვნელოვანეს საგზაო არტერიაზე მდებარეობს, გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ახალი ტურისტული ზონა რეგიონული მნიშვნელობის ტურისტულ ცენტრად იქცევა და მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.  წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს. ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს აბდულა მუჰამედ ალ შეიხს შეხვდა.<
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, - 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.
წაკითხვა