საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5112

აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-19 19:38:00

ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მასიური გალაქტიკათგროვა აღმოაჩინეს; იგი კოსმოსის ამ დრომდე ცნობილი ერთ-ერთი უდიდესი სტრუქტურაა და ამავე დროს, წარმოადგენს ყველაზე შორეულ გროვას, რომელსაც ოდესმე დავკვირვებივართ. 

კოსმოსში ყვლაფერი ხედის საკითხია — ანუ, საიდან უყურებთ ობიექტს. სადაც თქვენ ახლა ხართ, პლანეტა, რომელზეც ახლა ამ ტექსტს კითხულობთ, შესაძლოა კოსმოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი გეგონოთ, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. სინამდვილეში, ის მხოლოდ ციცქნა ნაწილაკია მზის სისტემაში, რომელიც თავის მხრივ, თითქმის უმნიშვნელო წინწკალია გალაქტიკა ირმის ნახტომში. 

მაგრამ ეს ყველაფერი არაა, შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ. თავად გალაქტიკები გროვდებიან კიდევ უფრო დიდ დასტებად, რომელთაც გალაქტიკათა ჯგუფებს ან გროვებს უწოდებენ — ამის შემდეგ უკვე სუპერგროვები მოდის: წარმოუდგენლად ვრცელი კოსმოსური გაერთიანებები, რომლებშიც გალაქტიკათგროვები ისეა შეგროვილი, როგორც რკინის მონეტები მუჭაში. 

სწორედ ერთი ასეთი პეშვი აღმოაჩინეს ინდოელმა ასტრონომებმა ამჯერად — აქამდე უცნობი მკვრივი სუპერგროვა, რომელსაც მდინარე სარასვატის სახელი უწოდეს. 

ინტერის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის ცენტრის მკვლევართა მიერ აღმოჩენილი სარასვატის სუპერგროვა სივრცეში ეპიკურ მანძილზე იშლება — 600 მილიონ სინათლის წელიწადზე, რომლის მასაც, მკვლევართა შეფასებით, 20 მილიონი მილიარდი მზის მასას უნდა უდრიდეს. 

გარდა განსაცვიფრებელი ზომისა და მასისა,  აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ დრომდე, ასტრონომებს არც თუ ისე ბევრი სუპერგროვა აქვთ აღმოჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სარასვატი საკმაოდ ელიტურ კომპანიას შეუერთდა.  

„ამ დრომდე, ვიცით მხოლოდ რამდენიმე მსხვილი სუპერგროვის შესახებ, მაგალითად, მათ შორისაა „შეპლის კონცენრტრაცია“ და „სლოუნის დიდი კედელი“ ჩვენს სამეზობლოში“, —განმარტავს ჯგუფის ორი წევრი, ჯოიდიპ ბაგჩი და შიშირ სანხიაიანი. 

სარასვატის სუპერგროვა იმ მხრივაცაა გამორჩეული, რომ ჩვენგან წარმოუდგენლად დიდი მანძილით — 4 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული.  

„პირველად ვნახეთ ჩვენგან ასე შორს მდებარე სუპერგროვა. შეპლიც კი, მასზე 8-10-ჯერ ახლოსაა“, —ამბობს The Hindu-სთან საუბრისას ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სომაკ რაიჩოდური, რომელიც თავის დროზე, შეპლის კონცენტრაციის აღმოჩენაშიც მონაწილეობდა. 

მკვლევრებმა სარასვატი Sloan Digital Sky Survey-ის მონაცემების დამუშავებისას აღმოაჩინეს. მათი თქმით, სუპერგროვა შეიცავს სულ მცირე გალაქტიკათა 43 ჯგუფსა და გროვას, სულ 400-მდე გალაქტიკას. 

ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც ისაა, რომ სარასვატი დედამიწიდან უკიდურესად შორსაა. მისმა სინათლემ, რომელსაც ახლა ვხედავთ, ჩვენამდე მოსაღწევად წარმოუდგენლად დიდი მანძილი გამოიარა. შესაბამისად, სუპერგროვას ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო მაშინ, როდესაც სამყარო სულ 10 მილიარდი წლის იყო. 

წარსულში მოგზაურობა, ამ შემთხვევის მსგავსად, გვეხმარება უკეთესად გავიგოთ როგორ წარმოიქმნა ასეთი მასიური სუპერგროვები და საშუალებას გვაძლევს ვიკვლიოთ მათი განვითარების პირობები ადრეულ სამყაროში. 

„იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ვრცელი სტრუქტურები მილიარდობით წლის განმავლობაში, უკიდურესად ნელა იზრდება, თან ატარებს ჩანაწერებს თავის წარმოქმნის მთელი ისტორიის შესახებ“, — განმარტა ბაგჩიმ New Scientist-თან საუბრისას. 

იმის გათვალისწინებით, რომ სარასვატი 4 მილიარდი წლის წინანდელ ამბებს მოგვითხრობს, ალბათ მკვლევრებს მრავალ საოცრებას ეტყვის, რადგან გალაქტიკათა ევოლუციის ამჟამინდელი გაგებიდან გამომდინარე, იმ დროისათვის, როცა სამყარო ჯერ 10 მილიარდი წლის იყო, სუპერგროვებს წარმოქმნისათვის საკმარისი დრო არ უნდა ჰქონოდათ. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ითამაშა რაღაც ისეთმა, რომლის ბოლომდე ამოსახსნელადაც მეცნიერები დღემდე  თავს იმტვრევენ — ბნელმა ენერგიამ და ბნელმა მატერიამ. 

„თეორია ყოველთვის ირცხვენს ბუნების წინაშე“, — უთხრა The Hindu-ს რაიჩოდურიმ. 

„მართალია, რომ ბნელ მატერიასა და ბნელ ენერგიას შორის ბალანსმა შესაძლოა წარმოქმნას ვრცელი სტრუქტურები, მაგრამ ამ ზომის სუპერგროვები მაინც გამოცანად რჩება“. 

მიუხედავად იმისა, რომ სარასვატის სუპერგროვა ბოლოსდაბოლოს აღმოჩენილია, შესაძლოა უფრო დიდი, სიღრმისეული ჭეშმარიტება ბევრად ღრმად იყოს დამალული და აღმოჩენას ელოდეს. 

აღმოჩენის შესახებ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. 







ორი ყველაზე მასიური გალაქტიკათგროვა სარასვატის სუპერგროვაში.


მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომ
წაკითხვა